ძველი თბილისის მდგრადი განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და ნორვეგიის გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის  გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე 2011 წლის 16 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატმა –  რიკსანტეკვარენი ჩაატარა საერთაშორისო სემინარი თემაზე: “ძველი თბილისის მდგრადი განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები”.

სემინარის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ნორვეგიული გამოცდილების საფუძველზე ძველი თბილისის ისტორიული უბნების განვითარების საკითხების განხილვა.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, რომელმაც წაიკითხა მოხსენება “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”, რომელშიც განხილული იყო ქალაქ თბილისის მერიის საქმიანობა ძველი თბილისის ურბანული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში.