“ქვის არქიტექტურის საერთაშორისო ჯილდო 2011”, ვერონა, იტალია

“ქვის არქიტექტურის საერთაშორისო ჯილდო 2011”, ვერონა, იტალია

2011 წლის 24 სექტემბერს ქ. ვერონაში (იტალია) 46-ე  “Marmomacc”-ის: მარმარილოს, ქვისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა  “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საზეიმო გადაცემა. საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში ჯილდო გადაეცა პროექტს “სვანური კოშკები – საქართველო”, რომელიც წარდგენილი იქნა იტალიური მხარის მიერ.
“ქვის არქიტეტურის საერთაშორსო ჯილდოს” კურატორის, ბატონ ვინჩენცო პავანის მომართვის სფუძველზე პროექტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა გიორგი პატაშურმა, რომელმაც მოამზადა  და გაუგზავნა პროექტის ჯგუფს სვანური კოშკების ანაზომები, ნახაზები, დასახლებათა გენ-გეგმები, ფოტომასალა, ტექსტური ნაწილი ინგლისურ ენაზე.
პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” შეტანილია გამარჯვებული პროექტების კრებულში: “Glocal Stone, 2011”

დაჯილდოებას ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ-ნი ნიკოლოზ რურუა.
გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა დაავალა ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელს გიორგი პატაშურს, რომელიც იკვლევს სვანეთის ხუროთმოძღვრებას,  მოემზადებინა მოთხოვნილი მასალა: სვანეთის მოკლე ისტორია, კოშკების სახეობები, ნახაზები (გეგმები, ჭრილები), კოშკებიანი დასახლებების გენ-გეგმები, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, საარქივო და ახალი ფოტომასალა და სხვ. ყოველივე ითარგმნა ინგლისურად და გაიგზავნა იტალიაში ზუსტად ერთი თვის თავზე, ივლისში. გამოყენებული იქნა საქართველოს იკომოსის მასალებიც.

სექტემბერში კი გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა მიიღო შეტყობინება ბატონი პავანისგან, რომ პროექტი “სვანური კოშკები – საქართველო” დასახელებულია გამარჯვებულ პროექტად “ქვის არქიტექტურის საერთაშორსო ჯილდო 2011”-ის საცხოვრებელი ხუროთმოძღვრების კატეგორიაში, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა.