გამოფენა „SALVE“

9 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „SALVE“. გამოფენაზე წარდგენილი იყო ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების ინტერიერების ამსახველი 200-მდე ფოტო: არქიტექტურული დეკორი, ცხაურები, ვიტრაჟები, იატაკის მოაზაიკური ორნამენტები და სხვადასხვა სტილის კედლისა და პლაფონების მოხატულობა: ფსევდო კლასიკური, ორიენტალური, მოდერნი…… ევროპის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ სიუჟეტებთან ერთად, სადარბაზოს კედლებზე ადგილობრივი მოტივებიც იყო ასახული – მთაგორიანი პეიზაჟები, სცენები სოფლის ცხოვრებიდან და ა. შ.

გამოფენის ავტორები არიან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მარინა  მეძმარიაშვილი, ცისია კილაძე, თამაზ გერსამია.

გამოფენა ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში და დაფინანსდა ქალაქის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ.