დიმიტრი თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო სემინარში “ეკლესია და კულტურა”

2013 წელის 24 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო სემინარში “ეკლესია და კულტურა”, რომელიც ჩატარდა მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში “ეროვნული თვითმყოფადობა საკაცებრიო ღირებულებების კონტექსტში”. სემინარს აწყობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.

მოხსენებები წაიკითხეს ნეკრესის მთავარეპისკოპოსმა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე სერგიმ და გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა .
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.