ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე

პროექტი “ლიმენიკულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” 

გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მ. დიდებულიძემ, მ. ბულიამ, ქ. მიქელაძემ, მ. ჯანჯალიამ, დ. ხოშტარიამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის თანამშრომელმა ნ. ინაიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში  “საპორტო ქალაქები ეგეოსიდან შავზღვამდეშუა საუკუნეების და თანამედროვეობის კავშირები”, რომელიც გაიმართა 22-დან 25 აგვისტომდე “კულტურული კრუიზის”განმავლობაში.
ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპულმა ცენტრმა (E.K.B.M.M.) სტამბულის უნივერსტეტთან ერთად მოაწყო სიმპოზიუმი, რომელიც ჩატარდა გემის ბორტზე. კრუიზი დაიწყო პირეუსში, შემდგომ გემმა გადაკვეთა ეგეოსის ზღვა, ბოსფორით გადავიდა შავ ზღვაში, შევიდა კონსტანტასა და ვარნაში და დაასრულა მოგზაურობა სტამბულში.
სიმპოზიუმის ოფიციალური გახსნა გაიმართა პირეუსის არქეოლოგიურ მუზეუმში 21 აგვისტოს და დაიწყო გამოფენით “ოდა ზღვას”, სადაც წარმოდგენილი იყო თესალონიკის არისტოტელეს სახელობის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის ლაბორატორიის სტუდენტთა თანამედროვე ნამუშევრები.
სიმპოზიუმის მიზანი იყო ფართო მსჯელობა ეგეოსისა და შავი ზღვების რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული ტურიზნის საკითხებზე. კოორდინატორებმა მოიზიდეს სპეციალისტები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების, ისტორიის და ზღვისპირა რეგიონის ეკოლოგიის სპეციალისტები. დაახლოვებით 100 დაპატიჟებულმა ცნობილმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე მეცნიერები და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან, ისევე როგორც ექსპერტები ბრუსელის ევროპული დაწესებულებებიდან.
სიმპოზიუმის მსვლელობისას ყველა ქვეყნის 60 მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები, სადაც განხილული იყო როგორც სამეცნიერო კვლევის საკითხები, ასევე ახალი გეგმები და იდეები დაკავშირებული შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ და ტურისტულ განვითარებასთან. იბჭეს ამ რეგიონის განვითარებაში არსებულ სოციალურ და ფინანსურ   პრობლემებზე.
სიმპოზიუმის მოხსენებები გამოქვეყნდება 2015 წლის ნოემბერში.
სიმპოზიუმის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის კულტურული პორტის ისტიტუციის დაარსება და პირობების შექმნა მისი საპილოტო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ამ ახალი და დიდი იმედების მომცემი ინსტიტუტის დაარსების მიზანია დააკავშიროს ეგეოსის და შავი ზღვების რეგიონები კულტურული თვალსაზრისით და ყველანაირად შეუწყოს ხელი აქ კულტურულ ტურიზმს.
სიმპოზიუმი დასრულდა სტამბოლში 28 აგვისტოს ფოტო გამოფენით “სამი ზღვა და შვიდი პორტი: კულტურული მარშრუტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე”, რომელიც წარმოდგენილი იყო კოჩის მუზეუმის სპეციალურ დარბაზში.

პროექტების “ოლკასი“ და “ლიმენი“ იხ.: “OLKAS” (www.olkas.net) and “LIMEN” (www.limenproject.net).
აგრეთვე:
https://www.facebook.com/CulturalPorts