კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობა

კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციის

სფეროში განხორციელებული საქმიანობა

ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციისა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ცენტრის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ძეგლთა სარესტავრაციო-სარეაბილტაციო პროექტებში, ასრულებენ ძეგლების სახელოვნებათმცოდნეო კვლევასა და სარესტავრაციო რეკომენდაციებს, მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიაზე, ახორციელებენ რეაბილიტირებული ძეგლების მონიტორინგს, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზას.