შპს ”სტუდია XXI” ერთად ცენტრმა გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში “ახმეტის მუნიცეპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება” . პროექტი დასრულდება 2017 წ.
იუნესკოს რეკომენდაციითა, სამინისტროს დაკვეთით ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი მუშაობდა “გელათის მართვის გეგმის განახლება-დაზუსტების პროექტზე” (2016-2017) ხელმძრვანელი დავით ხოშტარია.
ცენტრმა გაიმარჯვა საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკთან” ერთად
საქართველოს ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის კონკურსში – “მესტიის მუნიციპალიტეტისა და მულახის თემის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავება” . პროექტის განხორციელება დასრულდება 2017 წ.
ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი ეწვია წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერს “ჩაკიდული თხემები”, რომელიც თანამედროვე ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ საუკეთესო ქმნილებად არის მიჩნეული. მეცნიერთა ჯგუფს მასპინძლობდა მეუფე დავითი, ამბა ალავერდელი, რომელიც არის ამ პროექტის ავტორი. მან დაათვალიერებინა ხელოვნებათმცოდნეებს მონასტრის ეკლესიები, სენაკები, ბიბლიოთეკა, ხატწერის სახელოსნო და სხვა სათავსები და გააცნო მომავალი განვითარების გეგმები.
კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციის
სფეროში განხორციელებული საქმიანობა
ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია-რესატავრაციისა და ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ცენტრის თანამშრომლები მუდმივად მონაწილეობენ ძეგლთა სარესტავრაციო-სარეაბილტაციო პროექტებში, ასრულებენ ძეგლების სახელოვნებათმცოდნეო კვლევასა და სარესტავრაციო რეკომენდაციებს, მუშაობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მეთოდოლოგიაზე, ახორციელებენ რეაბილიტირებული ძეგლების მონიტორინგს, კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტიზას.