კონფერენცია “კულტურული ურთიერთგავლენები შუა საუკუნეების საქართველოში”

ა/წ 22-23 მაისს ქ. ფრიბურგში (შვეიცარია), ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურული ურთიერთგავლენები შუა საუკუნეების საქართველოში”, რომელიც მოეწყო ფრიბურგის უნივერსიტეტში, პროფესორ მიქელე ბაჩის თაოსნობით. კონფერენციაზე მოხსენებების წასაკითხად მიწვეულნი იყვნენ ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები ე. გედევანიშვილი მ. დიდებულიძე და ნ. ჭიჭინაძე.