მხატვარ-გრაფიკოს ჯემალ ლოლუას ნამუშევრების გამოფენა.

29.12.17-12.01.18
გამოფენა მიეძღვნა მხატვარ ჯემალ ლოლუას დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. ჯემალ ლოლუა (1932-2001), ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ე.წ. 50-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი როლი შესარულა XXს.-ის ქართული დაზგური გრაფიკის განვითარების ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მოღვაწეობა წიგნის გრაფიკის, პლაკატის, კარიკატურის შრიფტისა და ექსლიბრისის მიმართულებით.