გაბაშვილი მარიამ

დაიბადა 1971 წელს, ქ. თბილისში.
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
სამეცნიერო კვლევის სფერო  –  წინაქრისტიანული ხანის ქართული ხელოვნება.
საქმიანობა –  მიჰყავს სალექციო კურსი: “წინაქრისტიანული ხანის ხელოვნება საქართველოში” თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე
ნაშრომები: 1.  ვერცხლის “ემბლემა” ვანიდან, საქართველოს სიძველენი,N3, თბ., 2003; 2. ბრინჯაოს ჭვირული ბალთების სემანტიკისათვის, საქართველოს სიძველენი,N9, თბ., 2006; 3. ბრინჯაოს ორი ჭვირული ბალთის განსაზღვრისათვის, საქართველოს სიძველენი,N9, 2006; 4. მხატვრულ-პლასტიკური ტრანსფორმაციის საკითხისათვის გვიანანტიკური ხანის ქართულ ლითონმქანდაკებლობაში, საქართველოს სიძველენი,N12, თბ., 2008; 5. ზოომორფულ გამოსახულებათა იკონოგრაფიული ტიპის შესახებ, საქართველოს სიძველენი,N 14, თბ., 2010.