ვაჩეიშვილი ნიკოლოზ

დაიბადა 1968 წელს, ქ. თბილისში.
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო  –  შუა საუკუნეების ქართული  ხუროთმოძღვრება.
საქმიანობა – 2004 წლიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის  მინისტრის პირველი მოადგილე, 2008 წლიდან – მინისტრი. თბილისის  სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, 2002 წლიდან – ჟურნალის “საქართველოს  სიძველენი” თანარედაქტორი. 2000 წლიდან ICOMOS -ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი, 2000 წლიდან Arbeitsgemeinschaft Christliche Archaeologie zur Erforschung der Spatantiken, Frumittelalterlichen und Byzantinishen Kultur, წევრი.
რჩეული ნაშრომები:  1. ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესია და მისი აღმშენებლები, ლიტერატურა და ხელოვნება, N2, 1992; 2. ერთი უცნობი მოვლენის შესახებ ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში, საქართველოს სიძველენი, N1, 2002;  3. მასალები ნიმუშისა და ასლის საკითხის შესწავლისათვის ქართულ ხურუთმოძღვრებაში, საქართველოს სიძველენი, II, 2002; 4. XIII-XV საუკუნეების ხუროთმოძღვრების დასახასიათებლად, საქართველოს სიძველენი, N3, 2003; 5. «ურჩხული» რეხადან, საქართველოს სიძველენი, N4-5, 2003;  6. რაჭა 1991, მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები, თბ., 2008 (თანაავტორი).