სურამელაშვილი მანანა

ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო  –  წლების მანძილზე მუშაობს ძველი ქართული არქიტექტურის ნიმუშების კვლევისა და დაცვის დარგში, ურბანული მემკვიდრეობის შესწავლისა და აღრიცხვა-ფიქსაციის სფეროში.
საქმიანობა  –  არის ICOMOS-ის  საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი;  ასოციაციის “საზოგადოება და კულტურული  მემკვიდრეობა”  დამფუძნებელი და წევრი  –  2005 წლიდან;  მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის პროექტებში ქალაქების  –  თბილისის, ბათუმის, თელავის ურბანული მემკვიდრეობის   ინვენტარიზაციის კუთხით; ამჟამად ჩართულია ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის საყრდენ გეგმასთან დაკავშირებულ ხუროთმოძღვრული ძეგლების ინვენტარიზაციის საქმეში.
რჩეული ნაშრომები: 1. ხადა, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1983 (თანაავტორი); 2. ლეჩხუმი, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 1983 (თანაავტორი); 3. ბეთლემის კლდისუბნის არქიტექტურის კვლევის შედეგები, საისტორიო მოამბე, 6, თბ., 2004; 4. XVIII საუკუნის ერთი თბილისური ბანიანი სახლის შესახებ, საისტორიო მოამბე, 7-8, თბ., 2005; 5. XVIII ს-ის კოშკური საცხოვრებელი ბეთლემის კლდისუბანში, საისტორიო  მოამბე, 9, 2006;  6. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, თბ., 2012 (ი.ელიზბარაშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან და ხ. ჭურღულიასთან ერთად).

  1. მუცო – მთის ტრადიციული გამაგრებული დასახლების უნიკალური ნიმუში, საქართველოს სიძველენი N 22, თბ., 2019;
  2. გამაგრებული ისტორიული დასახლებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთში, წგნ., თბ., 2018 (თანაავტორი);
  3. ზუგდიდის ეკატერინე დედოფლისეული სასახლის სახელოვნებათმცოდნეო კვლევა,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონული გამოცემა www.gaccgeorgia.org. 2015;
  4. ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა, კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის რეგიონალური ჟურნალი N 3, rcchd.icomos.org.ge 2013;
  5. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში (ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი), წგნ., თბ., 2012 (თანაავტორი);
  6. სიძველის შენარჩუნების ტრადიცია თბილისის ურბანულ მემკვიდრეობაში და დღევანდელი დანაკარგები, ACADEMIA, 2, თბ., 2011;
  7. თბილისი, კალა, ბეთლემის უბნის რევიტალიზაცია, პროგრამის ანგარიში, 2000-2010, თბ., 2011; (თანაავტორი);
  8. რაც მუდმივი და განუმეორებელია თბილისში, ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ძველი თბილისის იდენტობა და სული, კონფერენციის მასალები, თბ., 2010;
  9. ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, საქართველოს სიძველენი, N12, თბ., 2008, (თანაავტორი);
  10. XVIII საუკუნის კოშკური საცხოვრებელი ბეთლემის კლდისუბანში, საქართველოს სიძველენი, N9, თბ., 2006;
  11. XVIII საუკუნის ერთი თბილისური ბანიანი სახლის შესახებ, საქართველოს სიძველენი, N7-8, თბ., 2005;
  12. ბეთლემის კლდისუბნის არქიტექტურის კვლევის შედეგები, საქართველოს სიძველენი, N6, თბ., 2004;
  13. ძველი თბილისის პრობლემების ხასიათი ბეთლემის უბნის მაგალითზე, ხელოვნების ინტერდისციპლინარული კვლევის ლაბორატორიის არაპერიოდული გამოცემა, ალმანახი “ილიაზდი”, 1/01, თბ., 2002;
  14. ურბანული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი, “ძველი თბილისის პრობლემა”, კონფერენციის მასალები საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, თბ., 2001;
  15. პირველი საერთაშორისო სასწავლო სემინარი საქართველოში, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, III, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო, თბ., 1998 (თანაავტორი);
  16. ოძისის ეკლესიების კვლევისას წამოჭრილ საკითხთა ირგვლივ, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, III, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო, თბ., 1996;
  17. ძველი თბილისის გადარჩენის პრობლემა XXI საუკუნის მიჯნაზე, საერთაშორისო სასწავლო კურსი _ ხალხური ხუროთმოძღვრების მნიშვნელობა და მისი დაცვის პრობლემები (მოხსენებათა კრებული), თბ., 1996;
  18. სამთავრო, ბუკლ., თბ., 1987;
  19. გიორგიწმინდა, ძეგლის მეგობარი, N1, თბ., 1986;
  20. ლეჩხუმი, წგნ., თბ., 1983 (თანაავტორი);
  21. ხადა, წგნ., თბ., 1983 (თანაავტორი)