ჭანიშვილი გიორგი

დაიბადა 1954 წელს, ქ. ბათუმში.
ხელოვნების ისტორიკოსი,  ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი.
სამეცნიერო კვლევის სფერო  –   ქართული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა მათი რესტავრაციის პროცესში; თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ურბანული მემკვიდრეობის შესწავლის, გადარჩენისა და რეაბილიტაციის საკითხები.
საქმიანობა   –   საბუნებისმეტყველო ლიცეუმის ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის პედაგოგი;  არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და კულტურული მემკვიდრეობა” (ასოციაცია) ერთ-ერთი დამფუძნებელი; თბილისის ურბანული მემკვიდრეობის შემსწავლელი ჯგუფის ხელმძღვანელი; ICOMOS-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი.
რჩეული ნაშრომები: 1. ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, II, 1996; 2. ქვემო ქართლის XII-XIII სს. დარბაზულ ეკლესიათა ზოგიერთ ნიშან-თვისებათა შესახებ, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, III, 1998; 3. ახლად აღმოჩენილი ეკლესია სოფ. განთიადთან, სამეცნიერო შრომების წელიწდეული, IV-V, 2001; 4. სახლი თბილისის ანჩისხატის უბანში (შავთელის ქუჩაზე), თბ., 2006; 5. სამთავრო, თბ., 2008.

  1. ძეგლთა დაცვის ზოგიერთი საკითხის შესახებ -“ძეგლის მეგობარი”, თბ., N57, 1981, გვ.24;
  2. “ატენის სიონი” (ბუკლეტი) – თბ., 1984;
  3. “გუჯარეთის ხეობა” – თბ., 1987, (თანაავტორი);
  4. ავენისის არქიტექტურული კომპლექსი – “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1991, N1, გვ. 35;
  5. დათუნას ეკლესია დაღესტანში – “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1993, N1, გვ. 41;
  6. თბილისის I საშუალო სკოლის რესტავრაციის შესახებ, “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1994, N1, გვ. 54;
  7. ხელის გამოსახულებიანი სტელა გომარეთიდან, “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1994, N1, გვ. 63;
  8. სოფ. რუისის წმ. დემეტრეს ეკლესია – საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სამეცნიერო შრომების წელიწდეული, I, 1995;
  9. ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი – ძეგლთა დაცვის სამეცნიერო შრომების წელიწდეული, II, 1996, გვ. 26;
  10. ქვემო ქართლის XII-XIII სს. დარბაზულ ეკლესიათა ზოგიერთ ნიშან-თვისებათა შესახებ – ძეგლთა დაცვის სამეცნიერო შრომების წელიწდეული, III, 1998;
  11. ექსპედიცია ქვემო ქართლში – “არტანუჯი”, თბ., N 8/9, 1999;
  12. ახლად აღმოჩენილი ეკლესია სოფ. განთიადთან – ძეგლთა დაცვის სამეცნიერო შრომების წელიწდეული, IV-V, 2001, გვ. 58;
  13. “სახლი თბილისის ანჩისხატის უბანში (შავთელის ქუჩაზე)” _ თბ., 2006, (თანაავტორი);
  14. ისტორიულ-არქიტექტურული პოტენციალის განსაზღვრა შემეცნებითი და ეკო-ტურიზმის მიზნებისათვის – “საქართველოს გეოგრაფია”, 2008, 6/7, გვ 105, (თანაავტორი);
  15. “სამთავრო – წმინდა ნინოს დედათა მონასტერი”, თბ., 2008;
  16. ზოგადი დასკვნები და რეკომენდაციები ბაგრატის ტაძრის სრული აღდგენის პროექტთან დაკავშირებით – “ძველი ხელოვნება დღეს”, თბ., 2010, 01, გვ. 94;
  17. ნეკრესის მონასტრის ე.წ. “საფლავს ზედა ეკლესიის” რეაბილიტაციის შესახებ – “ძველი ხელოვნება დღეს”, თბ., 2010, 01, გვ. 31, (თანაავტორი);
  18. ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისიდან – თბ., 2012 (თანაავტორი).
უკან დაბრუნება