ჭინჭარაული ნინო

დაიბადა 1983 წელს თბილისში.
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი, მაგისტრი.
სამეცნიერო კვლევის სფერო  – XIX-XX საუკუნეების ქართული ხელოვნება, სოც-რეალიზმი, ქართული სოც-რეალიზმი, ვიზუალური კულტურა, პოპ-კულტურა, რელიგია და ხელოვნება, ხელოვნების ისტორიის იდეოლოგიური და პოლიტიკური საკითხები, ხელოვნების თეორიული საკითხები.
რჩეული ნაშრომები: 1. სოცრეალისტური პრელუდია და ქართული დაზგური ფერწერის მენტალური წვრთნა (1920-1930-იანი წლების დასაწყისი), სპექტრი N1, 2008; 2. კვერცხი თუ ქათამი (უკანონო მშენებლობები თბილისში), შთაბეჭდილება (ლიტერატურა და ვიზუალური ხელოვნება), N3-4, 2009; 3. ,,მშენებლობა ხელოვნების გზით“ (დედაქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობები), Ars Georgica,  სერია – B, ინტერნეტ-ჟურნალი,  20 ნოემბერი, 2010; 4. თერგდალეულთა ეპოქის უცნობი პეიზაჟისტი (რომანოზ გველესიანის გრაფიკული ჩანახატები), საქართველოს სიძველენი, N15, 2011.