საჯარო ლექცია: ხახულის გუმბათის მოხატულობა- ესქატოლოგიური და ისტორიული კონტექსტი ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი

ეკატერინე გედევანიშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
საჯარო ლექცია:
ხახულის გუმბათის მოხატულობა- ესქატოლოგიური და ისტორიული კონტექსტი
ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი

2020, 9 ოქტომბერი

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მრავალწლიანი პარტნიორობა გრძელდება…
2019 წელს ჩუბინაშვილის ცენტრის თაოსნობით განხორციელდა პროექტი : სეზონური სკოლა „ტაო-კლარჯეთი ისტორია და მემკვიდრეობა – მოძრავი და უძრავი ძეგლები“. პროექტის ოფიციალური პარტნიორები იყვნენ: ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრა, ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
პროექტის ფარგლებში გ.ჩუბინაშვილის ცენტრმა დარგის არაერთ წამყვან სპეციალისტს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციიდან (პროფესორი ბარბარა შელევალდი – ბაზელის უნივერსიტეტი, შვეიცარია; პროფესორი გერჰარდ ვოლფი – ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; პროფესორი მიქელე ბაჩი – ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია; დოქტორი ანეტ ჰოფმანი – ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი; დოქტორი ტოლგა უიარი – ნევშეჰირის უნივერსიტეტი, კაბადოკია, თურქეთი; პროფესორი კორნელია ჰორნი – ჰალე ვიტენბერგის უნივერსიტეტი, მარტინ ლუთერის სახელობის ინსტიტუტი, გერმანია; დოქტორი თომას კაფენბერგერი – ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია; დოქტორი მანუელა დი შტუდერი – ფრიბურგის უნივერსიტეტი, შვეიცარია).
ტაო-კლარჯეთის ძეგლების მონახულებისას, ადგილზე გამართული არაერთი პრეზენტაციის შემდგომ მოეწყო შემაჯამებელი განხილვა, გაიმართა საჯარო ლექცია (პროფესორი ბარბარა შელევალდი) და ტაო-კლარჯეთის ძეგლების ამსახველი ფოტო-გამოფენა (თამაზ დვალი).
პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე ქართველი მეცნიერები გაემგზავრნენ შვეიცარიაში და ბერნის უნივერსიტეტში, შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის საერთაშორისო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც პროექტის ფარგლებში მომზადებული მოხსენებების პრეზენტაცია განხორციელდა.
აღნიშნულ პროექტს არაერთი მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა: მანუელა დი შტუდერის და ტომას კაფენბერგერის (ფრიბურგის უნივერსიტეტი) ინიაციატივით ჟურნალ CONVIVIUM-ში ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი პუბლიკაციების ბეჭდვა. გ.ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის გრძელვადიანი სტაჟირება, ფლორენციის მაქს პლანკის ინსტიტუტში, ერთობლივი კვლევების დაგეგმვა-განხორციელების შესაძლებლობა და ა.შ.
2020 წლის 9ოქტომბრის ონლაინ შეხვედრა, რომელიც ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ინიციატივით ეწყობა, ასევე ამ თანამშრომლობის შედეგია.
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ეკატერინე გედევანიშვილი (ის იყო პროექტის „ტაო-კლარჯეთი ისტორია და მემკვიდრეობა – მოძრავი და უძრავი ძეგლები“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი) წარმოადგენს მოხსენებას: ხახულის გუმბათის მოხატულობა – ესქატოლოგიური და ისტორიული კონტექსტი. შეხვედრა ორ ნაწილიანია, რომელსაც სეზონური სკოლის პროექტის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი ესწრება; აქვე შეჯამდება პროექტის „ტაო-კლარჯეთი ისტორია და მემკვიდრეობა – მოძრავი და უძრავი ძეგლები“ შედეგები და გაიმართება საჯარო ლექცია.
ლექციის მოსმენა ყველა მსურველს შეუძლია.

https://www.khi.fi.it/…/10/khakhuli-dome-decoration.php