2015 წლის 18 დეკემბერს  17 საათზე  ბათუმში თანამედროვე ხელოვნებისცენტრში CAC 41N/41E  (Silk Road Group), მოეწყო გამოფენა ოლკასიეგეოსიდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტები აღმოსავლეთის საღზღვაო გზაზე“, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ლიმენი _ კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (2013-2015) ფარგლებში(ვებგვერდი http://www.limenproject.net.). პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი).
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროექტის პროგრამაში შეტანილი პორტების 47 ბანერი საარქივო და ახალი ფოტოებით, გრავიურებით, ჩანახატებით, შესაბამისი განმარტებითი ტექსტებით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გახსნაზე  წარმოდგენილი იყო და დარიგდა  პროექტი “ლიმენის” ფარგლებში გამოცემული ტურისტული საინფორმაციო ბუკლეტები, გზამკვლევები, ლიფლეტები. ასევე პროექტის მასალის შემცველი USB fleshes; ჩატარდა პროექტის ფარგლებში მომზადებული დოკუმენტური ფილმებისა და კლიპების პრეზენტაცია.
გამოფენა გახსნეს: მარიამ დიდებულიძემ, გ.  ჩუბინასშვილის ცენტრის დირექტორმა; ნინო ინაიშვილმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის  ინსტიტუტის  წარმომადგენელმა;
მირანდა ჩარკვიანმა, აჭარის  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა.
გამოფენას ესწრებოდნენ პროექტის ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლები:
• აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
• აჭარის ა.რ. განათლების,  კულტურისა და  სპორტის სამინისტრო
• ქალაქ ბათუმის მერია
• აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის  ინსტიტუტი
• ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
• ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
• აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი
• ბათუმის საზღვაო ნავსადგური
• თანამედროვე ხელოვნების ცენტრი CAC
• არასამთავრობო ორგანიზაცია “ბათომი”
გამოფენის გახსნას ასევე  დაესწრნენ მხატვრები, არქიტექტორები, არქეოლოგები, ისტორიკოსები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სხვები.
აჭარის ტელევიზიამ მოამზადა სიუჯეტი გამოფენის თაობაზე.

Leave a comment
 

2015 წლის 11 – 25 ნოემბერს ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში „Ars Georgica“ მოეწყო გამოფენა „აკაკი ქართველი მხატვრების შემოქმედებაში“, რომელიც მიეძღვნა აკაკი წერეთლის დაბადებიდან  175 და გარდაცვალებიდან 100 წლის აღმნიშვნელ თარიღს.
პროექტი განახორციელდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში საქართველო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს  დაფინანსებითა და იუნესკოს მხარდაჭერით.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიის, ასევე გიორგი ლეონიძის სახელობის საქართველოს ლიტერატურის მუზეუმისა ფონდებიდან და კერძო  კოლექციებიდან.
საექსპოზიციო მასალის საფუძველზე მკვლევართათვის, მხატვრებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის თვალნათელი გახდა, რომ სამწუხაროდ აკაკი წერეთელს ქართული მხატვრობის ისტორიაში შედარებით მოკრძალებული ადგილი აქვს დათმობილი. მიუხედავად ამისა, გამოფენაზე თავმოყრილი ნამუშევრები სრულიად უნიკალური მასალის გაცნობის შესაძლებლობას აძლევდა მნახველს. წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დროისა და თაობის მხატვართა მიერ შესრულებული მეტად საინტერესო ფერწერული და გრაფიკული დაზგური ნაწარმოებები, წიგნის მხატვრობის ნიმუშები. მათ  შორის გიგო ზაზიაშვილის, კარაპეტ გრიგორიანცის, ოსკარ შმერლინგის, დავით კაკაბაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, შალვა ქიქოძის, უჩა ჯაფარიძის, ეკატერინე ბაღდავაძის, თამარ აბაკელიას, ნინა თამამშევას, ალექსანდრე ციმაკურიძის, მერაბ დურგლიშვილის, დავით (დუდა) გაბაშვილის, ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას, ლევან ცუცქირიძის, რადიშ თორდიას, ქეთი მატაბელის და სხვათა ნამუშევრები. ასევე, დღესდღეობით საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა ილუსტრატორებიც – თემურ ფხიკიძე და ლევან სილაგაძე. პირველად გამოიფინა  ორი მხატვრის –  თედო რეხვიაშვილისა და მირიან ჭანკვეტაძის ორიგინალები,  რომლითაც აკაკის საიუბილეოდ გამოცემული ახალი კრებული იქნა დაასურათებული (აკაკი წერეთელი, კრებული. თბ., 2015).

Leave a comment
 

10 ივნისს 18 საათზე გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენაქართულინახატი“, სადაც ექსპონირებული იყო XX ს.-ის ოთხი გამორჩეული ქართველი ხელოვანის ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, დიმიტრი ერისთავისა და გივიკასრაძის გრაფიკული ნამუშევრები, შექმნილი  გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. მსგავსი რეტროსპექციის წყალობით ნათლად გამოიკვეთა დაზგურ გრაფიკაში მოღვაწე ამ ხელოვანების შემოქმედებისათვის და ზოგადად, თანადროული ქართული მხატვრული აზროვნებისატვის დამახასიათებელი ზოგიერთი მეტად მნიშვნელოვანი თავისებურება.

გამოფენას წინ უძღოდა ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის მზია ჩიხრაძის მოხსენება თემაზე: ნახატის განვითარების ისტორია და თანამედროვე ქართული ნახატი.

Leave a comment
 

ამა წლის 29 მაისს 18 საათზე გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა მხატვარ-გრაფიკოსის გურანდა ქლიბაძის გამოფენა „რას ნიშნავს იყო ქალი მხატვარი?!“წარმოდგენილი იყო მონოტიპიის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები. გამოფენის საერთო კონტექსტი, ზოგადად ხელოვნებაში გენდერული საკითხის აქტუალობაზე ახდენდა აქცენტირებას. თუმცა ამ პრობლემის პარალელურად საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა თანამედროვე ქართული გრაფიკის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენლის შემოქმედებას და მიმდინარე ზოგადკულტურული პროცესებისადმი მიდგომა-მისადაგების ან ახალი მხატვრული რეალობის შექმნის მცდელობა-შესაძლობლობის კონტექსტში.

გამოფენას წინ უძღოდა ხელოვნებათმცოდნე თათია ღვინერიას ლექცია-მოხსენება თემაზე:  რას ნიშნავს იყო ქალი მხატვარი?!

Leave a comment
 
148

გამოფენა „ხატავენ მუსიკოსები“

2015  წლის 23 აპრილის, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზი: „ARS GEORGICA“ , გაიხსნა გამოფენა: „ხატავენ მუსიკოსები“

ექსპონირებულია მუსიკოსების: როდამ ჯანდიერის, ჯარჯი ბალანჩივაძის, მაია კანკავას, ანრი ბასილაიას, პაკო გუკასოვის, შორენა ბოლქვაძის, თემო მათურელის, იზა ნადირაძის, დინი ვირსალაძის, არტიომ ალაბულიანცის, მზექალა ბერძენიშვილის, ანი მელიქიძის, გალინა ბანდურას ნამუშევრები (ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი).

გამოფენა გრძელდება 11 მაისამდე.
მისამართი: ათონელის ქ. N 9

Leave a comment
 

18 თებერვალს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების  ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრში ჩატარდა დალი მუხაძის პერსონალური გამოფენა

Leave a comment
 

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში “Ars Georgica” , 9 იანვარს, 17:00 საათზე გაიხსნა გამოფენა: “ხელოვნებათმცოდნეთა სახეები XX საუკუნის ქართულ ხელოვნებაში”.

წარმოგენილია ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა პორტრეტები, რომლებიც შესრულებულია ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მხატვრების მიერ. წარმოდგენილია:

ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, პეტრე ბლიოტკინის, დუდა გაბაშვილის, ჟანი მეძმარიაშვილის, გიორგი ჯაშის, ირაკლი ოჩიაურის, ირაკლი თოიძის, რობერტ სტურუას, ედმონდ კალანდაძის, ზურაბ ნიჟარაძის, თემურ მაჭავარიანის, თამაზ ხუციშვილის, სოსო წერეთლის, გივი თუმანიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, გია ბუღაძის, ლევან ჭოღოშვილის, კარლო კაჭარავას, ოლეგ ქოჩაკიძის, ვახტანგ ონიანის, ნოდარ აფციაურის, ავთანდილ პოპიაშვილის, ბესარიონ არბოლიშვილის, ცისია კილაძის, ვახტანგ და გოგი ხოშიარიას,  ასმათ ოქროპირიძის, დოდო ჭიკაიძის, ნიკუშა შენგელაიას,  დიანა ყიფიანის, ბესო ებრალიძის  ნამუშევრები.

გამოფენა გრძელდება 2015 წლის 30 იანვრამდე

Leave a comment