ამა წლის 5-7 ნოემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, იუნესკოს ეგიდით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურის წამყვანი დაწესებულებების თანამონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო ინტერდისცილინური კონფერენცია „ფიროსმანი და ქართული კულტურა“, რომელიც მხატვრის დაბადებიდან 150 წლისთავს მიეძღვნა.
გარდა ქართველი მეცნიერებისა, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მკვლევარებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გაერთიანებული სამეფოდან, რუსეთის ფედერაციიდან, საფრანგეთის რესპუბლიკიდან. სხდომებზე გაშუქდა თემები, რომლებიც შეეხო მხატვრის ბიოგრაფიას, ნაწარმოებთა ატრიბუცია-ექსპერტიზას, მხატვრის სახეს ხელოვნების სხვადასხვა დარგში, კვლევის მეთოდოლოგიას, XIX-XX საუკუნეთა მიჯნის ქართულ კულტურას.
Leave a comment
2013 წელის 24 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო სემინარში “ეკლესია და კულტურა”, რომელიც ჩატარდა მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში “ეროვნული თვითმყოფადობა საკაცებრიო ღირებულებების კონტექსტში”. სემინარს აწყობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
მოხსენებები წაიკითხეს ნეკრესის მთავარეპისკოპოსმა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე სერგიმ და გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა .
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.