დაჯილდოება

2010 წლის 10 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა მეცნიერებათა  აკადემიამ გამოაცხადა 2010 წლის სამეცნიერო პრემიების ლაურეატები.

აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის პრემია გადაეცა გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს პროფესორ კიტი მაჩაბელს  წიგნისთვის “შუა საუკუნეების ქვა-ჯვარები” (გამოცემულია გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ 2010 წელს)

Leave a comment
 

გ. ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომლები ახალ შენობაში

Leave a comment
 

2010 წლის 15-20 ივლისს შედგა გიორგი ჩუბინაშვილის ცენრის,  მაქს პლანკის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტისა და ბაზელი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტით დაგეგმილი სვანეთის ექსპედიცია. ექსპედიცია მიზნად ისახავდა სვანეთის ძეგლების მონახულებას (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა, ხატწერა). საგანგებო ყურადღება დაეთმო  მუზეუმის ექსპონატთა შესწავლას (ხატწერა, ხელნაწერი წიგნი და სხვა). იხ. გეგმა.

ყოველ ძეგლზე ეწყობოდა სამეცნიერო დისკუსიები. ექსპედიციის ერთ-ერთი მიზანი ძეგლთა ფოტოფიქსაციაც იყო. გადაღებული მასალა მოგვიანებით მაქს პლანკის ფოტოარქივის შემადგენლობაში შევა.

მონაწილეთა სია:  ბარბარა შელევალდი, გერჰარდ ვოლფი, მიქელე ბაჩი, სოფია შვაინფურტი, ბრიგიტ ბორკოფი, მანუელა დიჯორჯი, ანეტტ ჰოფმანი, მარინა ქევხიშვილი, დრორ მაიენი, ემა მაენი, ეკატერინე გედევანიშვილი, მარინე ყენია, გიორგი პატაშური.

 

Leave a comment
 

2010 წლის 18-21 მაისს ჩატარდა თბილისის წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი, სადაც წარდგენილი იყო გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული წიგნები:
თ. ვირსალაძე, ქართული მხატვრობის ისტორიიდან; თეატრის მხატვრობა – 1920-1950; მცხეთის წმ. ჯვრის ტაძარი; დავით გარეჯის მონასტრები – ლავრა, უდაბნო;  ვ. ბერიძე, ნიკო ფიროსმანაშვილი; კ.მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები; ი.ხუსკივაძე, ზარათი, წმიდათა კვირიკესა და ივლიტას ეკლესია; რაჭა: 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები; თბილისური სადარბაზოები; ძველი ქართული ხელოვნება; ქართულ-აფხაზური ალბომი და სხვა.

Leave a comment