გამოფენა „SALVE“

9 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიხსნა გამოფენა „SALVE“. გამოფენაზე წარდგენილი იყო ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების ინტერიერების ამსახველი 200-მდე ფოტო: არქიტექტურული დეკორი, ცხაურები, ვიტრაჟები, იატაკის მოაზაიკური ორნამენტები და სხვადასხვა სტილის კედლისა და პლაფონების მოხატულობა: ფსევდო კლასიკური, ორიენტალური, მოდერნი…… ევროპის ხელოვნებისათვის დამახასიათებელ სიუჟეტებთან ერთად, სადარბაზოს კედლებზე ადგილობრივი მოტივებიც იყო ასახული – მთაგორიანი პეიზაჟები, სცენები სოფლის ცხოვრებიდან და ა. შ.

გამოფენის ავტორები არიან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: მარინა  მეძმარიაშვილი, ცისია კილაძე, თამაზ გერსამია.

გამოფენა ჩატარდა „თბილისობის“ ფარგლებში და დაფინანსდა ქალაქის მერიისა და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ.

Leave a comment
 

2011 წლის 8 ივნისს თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებო კავშირის “რუსული კლუბი”, და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ მოეწყო ცნობილი არქიტექტორის მიხეილ კალაშნიკოვის (1886-1969) 125 წლისთავისადმი მიძღვნილი  საიუბილეო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო არქიტექტორის მიერ შესრულებული ანაზომები, ჩანახატები, უცნობი ფოტოები.  გამოფენის კურატორია გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი თამაზ გერსამია.

მიხეილ კალაშნიკოვის ღვაწლსა და გამოფენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს თამაზ გერსამიამ, ცენტრის დირექტორმა მარიამ დიდებულიძემ, მიხეილ კალაშნიკოვის  მემკვიდრემ კირილე ფომინმა, სიტყვით გამოვიდნენ გიგა ბათიაშვილი და ლიკა მამაცაშვილი.

ვრცლად იხილეთ: www.georgianart.ge

Leave a comment
 

24.04.17 – 26.04 .17 ცენტრის საგამოფენო სივრცე დაეთმო ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერის ანჯელა აგაიანის პერსონალურ გამოფენას. ახალგაზრდა მხატვარი ამჟამად ცხოვრობს და მორვაწეობს იტალიაში. გამოფენაზე წარმოდგენილი გრაფიკული ნამუშევრები ცხადყოფს მხატვრის ინტერესს სუპერრეალიზმისადმი. რაც სავარაუდოდ მისი ამჟამინდელი ძიებების მთავარი თემაცაა.

Leave a comment