2 დეკემბერს გ. ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულ ცენტრში კვიპროსული კვლევების საზოგადოების პრეზიდენტმა დოქტორმა ხარლამპოს ხოტცაკოგლუმ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე:
“ბიზანტიური მხატვრობა კვიპროსზე და საართველო-კვიპროსის ურთიერთობები”
2015 წლის 10-14 ნოემბერს თბილიში ჩატარდა I საერთაშორისო ქართველოლოგიური კონგრესი “ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები”, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საპატრიარქოს თაოსნობით.
კონგრესზე მოხსენებები წაიკითხეს გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა, მეცნიერებათა დოქტორებმა:
კიტი მაჩაბელი, ადრეული შუა საუკუნეების ქართული რელიეფური პორტერეტი, როგორც კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ფენომენი;
გიორგი ხოშტარია, ქართული ვიზუალური ხელოვნების სტრუქტურული თავისებურება;
სამსონ ლეჟავა, ტრადიციული საცხოვრისის ორი კონცეფცია და მათი ურთიერთკავშირი საქართველოს კულტურულ სივრცეში;
თამაზ სანიკიძე, რამდენიმე შენიშვნა მე 11- 13 საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულ-ფუნქციურ თავისებურებათა შესახებ;
ლეილა ხუსკივაძე, შუა საუკუნეების ქართული ჭედურობის მხატვრული ტენდენციები მე-10- 11 საუკუნეებში.
პროექტი “ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე”
გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მ. დიდებულიძემ, მ. ბულიამ, ქ. მიქელაძემ, მ. ჯანჯალიამ, დ. ხოშტარიამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის თანამშრომელმა ნ. ინაიშვილმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში “საპორტო ქალაქები ეგეოსიდან შავზღვამდე. შუა საუკუნეების და თანამედროვეობის კავშირები”, რომელიც გაიმართა 22-დან 25 აგვისტომდე “კულტურული კრუიზის”განმავლობაში.
ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპულმა ცენტრმა (E.K.B.M.M.) სტამბულის უნივერსტეტთან ერთად მოაწყო სიმპოზიუმი, რომელიც ჩატარდა გემის ბორტზე. კრუიზი დაიწყო პირეუსში, შემდგომ გემმა გადაკვეთა ეგეოსის ზღვა, ბოსფორით გადავიდა შავ ზღვაში, შევიდა კონსტანტასა და ვარნაში და დაასრულა მოგზაურობა სტამბულში.
სიმპოზიუმის ოფიციალური გახსნა გაიმართა პირეუსის არქეოლოგიურ მუზეუმში 21 აგვისტოს და დაიწყო გამოფენით “ოდა ზღვას”, სადაც წარმოდგენილი იყო თესალონიკის არისტოტელეს სახელობის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის ლაბორატორიის სტუდენტთა თანამედროვე ნამუშევრები.
სიმპოზიუმის მიზანი იყო ფართო მსჯელობა ეგეოსისა და შავი ზღვების რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული ტურიზნის საკითხებზე. კოორდინატორებმა მოიზიდეს სპეციალისტები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების, ისტორიის და ზღვისპირა რეგიონის ეკოლოგიის სპეციალისტები. დაახლოვებით 100 დაპატიჟებულმა ცნობილმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე მეცნიერები და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან, ისევე როგორც ექსპერტები ბრუსელის ევროპული დაწესებულებებიდან.
სიმპოზიუმის მსვლელობისას ყველა ქვეყნის 60 მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები, სადაც განხილული იყო როგორც სამეცნიერო კვლევის საკითხები, ასევე ახალი გეგმები და იდეები დაკავშირებული შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ და ტურისტულ განვითარებასთან. იბჭეს ამ რეგიონის განვითარებაში არსებულ სოციალურ და ფინანსურ პრობლემებზე.
სიმპოზიუმის მოხსენებები გამოქვეყნდება 2015 წლის ნოემბერში.
სიმპოზიუმის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის კულტურული პორტის ისტიტუციის დაარსება და პირობების შექმნა მისი საპილოტო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ამ ახალი და დიდი იმედების მომცემი ინსტიტუტის დაარსების მიზანია დააკავშიროს ეგეოსის და შავი ზღვების რეგიონები კულტურული თვალსაზრისით და ყველანაირად შეუწყოს ხელი აქ კულტურულ ტურიზმს.
სიმპოზიუმი დასრულდა სტამბოლში 28 აგვისტოს ფოტო გამოფენით “სამი ზღვა და შვიდი პორტი: კულტურული მარშრუტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე”, რომელიც წარმოდგენილი იყო კოჩის მუზეუმის სპეციალურ დარბაზში.
პროექტების “ოლკასი“ და “ლიმენი“ იხ.: “OLKAS” (www.olkas.net) and “LIMEN” (www.limenproject.net).
აგრეთვე:
https://www.facebook.com/CulturalPorts
2015 წლის 25-27 ივნისს საერთაშორისო პროექტის “ლიმენი. კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” (ფინანსდება ევროკავშირის მიერ) ფარგლებში ქ. ოდესაში, (უკრაინა) ჩატარდა საერთაშორისო სემინარი კულტურული ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის საკითხებზე. სემინარში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ დიდებულიძემ და პროექტის ადგილობრივი ქსელის წარმომადგენელმა, თამარ კაიკაციშვილმა (აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი).
ქართული მხარის წარმომადგენლებმა სემინარზე განსახილველად წარადგინეს მოხსენებები კულტურული ტურიზმის განვითარების თაობაზე აჭარასა და მთლიანად საქართველოში, საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ა/წ 16-18 აპრილს პროექტის “ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” ფარგლებში ქალაქ ბათუმში შედგა შეხვედრა პროექტის განმახორციელებელ ჯგუფსა და ადგილობრივი ქსელის წარმომადგენლებს შორის. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის შავი ზღვის აუზის თანამშრობლობის პროგრამის ფარგლებში.
ორგანიზატორი: ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი); პროექტის პარტნიორი საქართველოში: გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი.
სამდღიანი შეხვედრების განმავლობაში გ. ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენლები: მ. დიდებულიძე (პროექტის ხელმძღვანელი), მზია ჯანჯალია და მაკა ბულია შეხვდენენ პროექტის ადგილობრივი ქსელის ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.
განხილულ იქნა და დამუშავდა ტურისტული საინფორმაციო მასალის ფორმები, შემადგენლობა, კატეგორიები, ასევე კულტურული ტურიზმის მარშრუტებში შესატანი ძეგლების სიები; ტელესივრცეში აჭარის და კერძოდ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის გამიზნული კლიპის და ასევე კულტურული ტურიზმის გზამკვლევისა და საინფორმაციო მასალების შექმნა.
ცალკე საკითხად განხილულ იქნა საინფორმაციო ფირნიშების ფორმები, მასალა, როგორც ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, ასევე ამჟამად საქართველოში დამუშავების პროცესში მყოფი ვარიანტები.
შეხვედრები მოეწყო რუსთაველის სახ. უნივერსიტეტში და არქეოლოგიურ მუზეუმში. ბოლო შეხვედრა მაღალ დონეზე ჩატარდა აჭარის კულტურის მინისტრის ბ-ნ გ. თავამაიშვილის მონაწილეობით და სააგენტოს ახლად დანიშნული დირექტორის მირანდა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით.
დაიგეგმა მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა ამ სფეროში