გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ წარდგენილი პროექტი „ტაო-კლარჯეთი – ისტორია და მემკვიდრეობა – მოძრავი და უძრავი ძეგლები“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის საგრანტო კონკურსის (მობილობის და საერთაშორის სამეცნიერო ღონისძიებების) II ლოტის № MG_ISE_18_2142 სეზონური სკოლის გამარჯვებულია. პროექტის თანამონაწილე ინსტიტუციებია – მაქს პლანკის ფლორენციის ინსტიტუტი, ბაზელის უნივერსიტეტის ხელვნების სემინარი, ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრა.
ა/წ 28 მაისს – 6 ივნისს თბილისში ჩატარდა საზაფხულო სკოლა პენსილვანიის უნივერსიტეტის (აშშ) ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის სტუდენტებისთვის, ხელმძღვანელი - დარგის ცნობილი ექსპერტი პროფ. დონოვან რიპკემა. საზაფხულო სკოლა განხორციელდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს იკომოსის მონაწილეობით.
31 მაისს სტუდენტთა ჯგუფი ეწვია გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრს. ცენტრის მთავარმა თანამშრომელმა მაია მანიამ წაუკითხა ლექცია ქ. თბილისის არქიტექტურაზე მის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. მარიამ დიდებულიძემ გააცნო გ. ჩუბინაშვილის ცენტრის ისტორია, მისი ამოცანები, სამეცნიერო კვლევის მიმართულებები, დაათვალიერეს ცენტრის ბიბლიოთეკა, ფოტო-არქივი.
ამერიკელ სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ ცენტრის მიერ გამოცემული წიგნი “Ancient Georgian Art”