კვლევითი სემინარი “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში”.

12-22.09.2017 – კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ინიციატივითა და გეტის ფონდის (აშშ) დაფინანსებით მოეწყო კვლევითი სემინარი “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში”. წელს სემინარი ჩატარდა საქართველოში  და ისევე, როგორც წინა წლებში, მასში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრის თანამშრომლები.