სეზონური სკოლა

2019 წლის 8-16 სექტემბერს მუშაობას იწყებს სეზონური სკოლა
“ტაო-კლარეთი ისტორია და მემკვიდრეობა: უძრავი და მოძრავი ძეგლები”
პროექტის ორგანიზატორია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. თანამონაწილე ორგანიზაციებია: ბაზელის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის სემინარის, ფრიბურგის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ხელოვნების ისტორიის კათედრისა და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. პროექტს აფინანსებს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.