13.12.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ერმილე მაღრაძემ წარმოადგინა მოხსენება – ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიისა და მასალების შესახებ.
6.12.2017 ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ნიკა ვაჩეიშვილმა, ელოშვილმა და მათმა ტექნიკურმა ჯგუფმა წარმოადგინა მოხსენება “კულტურული მემკვიდრეობა და მისი გარემო” განხილულ იქნა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კვლევის და რესტავრაციის დროს.
15.11.2017 – ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმარა, პროფესორ, ნინო ცხომელიძის ლექცცია-სემინარი “აბრეშუმით მოსილი: იმპერატორის მეუღლე თეოფანოას მზითვის ნუსხა”
10.11.2017 – წიგნის ბაზრობა, საჯარო ლექცია – ხელოვნების ჟანრები, მომხსენებელი – ც.კილაძე
12-22.09.2017 – კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ინიციატივითა და გეტის ფონდის (აშშ) დაფინანსებით მოეწყო კვლევითი სემინარი “საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში”. წელს სემინარი ჩატარდა საქართველოში და ისევე, როგორც წინა წლებში, მასში მონაწილეობას იღებდნენ ცენტრის თანამშრომლები.
5.06.2017 – ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მომზადდა და წაკითხულ იქნა ინტერდისციპლინური სემინარი: სოცრეალიზმი, როგორც ფენომენი: ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართების პრობლემა. მომხსენებელი – ნ.ციციშვილი
სემინარი გ. ჩუბინაშვილის ცენტრში – “კირანცის ტაძრის (ჩრდილოეთი სომხეთი) ეროვნული სახის ძიებისათვის და მისი მიმართება XII-XIVსს-ის ჯვარგუმბათოვანი ეკლესიების მშენებლობასთან საქართველოსა და სომხეთში” – მომხსენებელი ქ. აბაშიძე
დურუჯისპირა ბაზილიკის კომპოზიციის რაობისთვის – გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრი – მომხსენებელი ნ.არონიშიძე