ჟანი მეძმარიაშვილი

ჟანი მეძმარიაშვილის შემოქმედება.
თბ., 2016;
ავტორები: დალი ლებანიძე, მარინა მეძმარიაშვილი.
112 გვ., 110 ილუსტრაცია. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
წიგნი ეძღვნება XXს.-ის 50-60-იანელთა თაობის ქართველი მხატვრის, ჟანი მეძმარიაშვილის შემოქმედებას. ზოგად ისტორიულ-კულტურულ კონტექსტშია წარმოდგენილი მხატვრის ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრების დიდი სპექტრი.

 

Leave a comment
 

არქიტექტურა და იდენტობა. საეკლესიო მშენებლობა თბილისში 1801-1921 წლებში.

შემდგენელი: დ. ხოშტარია; წიგნი მოიცავს 264 გვერდს და 192 ილუსტრაციას.
წიგნი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ორწლიანი კვლევის შედეგია. კვლევა გულისხმობდა მრავალგანზომილებიან მიდგომას საეკლესიო არქიტექტურის ისტორიის საკითხებისადმი, რელიგიის სოციოლოგიისა და იდენტობის კვლევების მეთოდების მოხმობით. წიგნში შესულია 6 ავტორის 11 სამეცნიერო ნარკვევი საკვლევი თემის სხვადასხვა ასპექტებზე.

თბილისი, 2016

Leave a comment
 

დუშეთის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა

ავტორი: მაია მანია
წიგნი წარმოადგენს დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ კვლევას და ეფუძნება მრავალწლიან საარქივო, წყაროთმოცოდნეობით და საველე კვლევას.
წიგნის მოცულობა – 279 გვ. , 519 ილუსტრაცია, ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

თბილისი 2016

Leave a comment
 

მოსე თოიძე

მოსე თოიძის შემოქმედება

ავტორები: მარინა მეძმარიაშვილი, მზია ჩიხრაძე.
184გვ., 128 ილუსტრაცია; (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
წიგნი ეძღვნება ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის შემოქმედებას და წარმოდგენილია როგორც ცნობილი, ასევე საზოგადოებისათვის ჯერ ისევ სრულიად უცნობი ნამუშევრებიც და პერიოდულ თუ სხვა ბეჭდურ გამოცემებში გამოქვეყნებული გრაფიკული მასალები.

თბილისი 2016

Leave a comment
 

უცნობი სერგო ქობულაძე.
წიგნი I. თბ., 2016,

ავტორები: მარიამ გაჩეჩილაძე, თამარ ბელაშვილი, სოფიო ჩიტორელიძე.
60 გვ., 625 ილუსტრაცია. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
წიგნში წარმოდგენილია XXს.-ის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანის სერგო ქობულაძის აქამდე უცნობი, გამოუქვეყნებელი, როგორც ფერწერული, ასევე გრაფიკული ნამუშევრები.

Leave a comment
 

ნატალია ფალავანდიშვილის შემოქმედება

ავტორები: დალი ლებანიძე, მარინა მეძმარიაშვილი.
119 გვ., 80 ილუსტრაცია. (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
წიგნი ეძღვნება ქართველი მხატვრის, ნატალია ფალავანდიშვილის შემოქმედებას. ფართო ისტორიულ-კულტურულ კონტექსში გამოკვლეულია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

თბილისი 2016

Leave a comment