• კონტაქტი
    • ENG
    • Search
    Chubinashvili Centre Chubinashvili Centre
    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge
  • ოთხწლიანი თანამშრომლობა ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტთან

    By admin on იანვარი 17, 2009

    2009 წელს გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი და ტოკიოს ტექნოლოგიის ინსტიტუტი შეთანხმდნენ ოთხწლიან თანამშრომლობაზე. ამ ოთხ წელიწადში უნდა განხორციელდეს კვლევითი პროექტი, რომლის მიზანია ქართული ეკლესიების ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა ტექნიკის ახალი საშუალებების გამოყენებით. იაპონური მხარე უზრუნველყოფს პროექტის მონაწილეებს უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით.

    2010 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი, რომელიც გულისხმობს საეკლესიო შენობების აზომვას და ფოტოგრამეტრიულ ანალიზს. საქართველოში ჩამოვიდა იაპონელ მეცნიერთა ხუთკაციანი ჯგუფი პროფესორ შირო სასანოს ხელმძღვანელობით. ქართველ კოლეგებთან ერთად მათ ჩაატარეს სამუშაოები თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთში, რის შედეგადაც გამოკვლეული იქნა მეტეხის, ანჩისხატის შიომღვიმის ბოლნისის სიონის, წინარეხის, მანგლისის, ძველი შუამთის, ნეკრესის, ალავერდის, ნინოწმინდის, გურჯაანის ეკლესიები. სამუშაოების ბოლო ორი დღე დაეთმობა მცხეთას.

    დაგეგმილი კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს სრულად გამოვავლინოთ შენობათა დაზიანებები, როგორიცაა ბზარები, საძირკვლების ჯდენა, ქვის გამოფიტვა და სხვა; დავადგინოთ სეისმომედეგობის დონე და, შესაბამისად, განვსაზღვროთ შესაძლო რისკები. ამდენად, მათ დიდი მნიშვნელობა აქვს ძველი ეკლესიების დაცვისა და რესტავრაციის ღონისძიებების შესამუშავებლად.

    Posted in თანამშრომლობა, მოვლენები.
    Share
    Previousმაია მანიას წიგნის – “თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, ისტორია და არქიტექტურა”
    NextRecommendations to monument-lovers, i.e. how to treat monuments
    სამუშაო დღეები
    ორშაბათი - პარასკევი
    სამუშაო საათები
    10:00 - 18:00
    0322 99 05 88
    prchubinashvili@gmail.com
    მთავარი
    ჩვენ შესახებ სტრუქტურა საერთაშორისო ურთიერთობები საჯარო ინფორმაცია სტაჟირება წიგნების გაყიდვა
    სამეცნიერო საქმიანობა
    პროექტები პუბლიკაციები კონფერენციები და პუბლიკაციები საჯარო ლექციები ბიო ბიბლიოგრაფიები
    ელ.რესურსები
    Ars Georgia
    ქობულაძის ლაბორატორია
    ბიბლიოთეკა და არქივი
    ბიბლიოთეკა არქივი
    სიახლეები
    გამოფენები

    © 2025 გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge