30 ივლისს, 13.00 საათზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრთან.
ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივ მუშაობას საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებთან დაკავშირებული ყველა მიმართულებით:
1. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება;
2. ცენტრის აქტიური მონაწილეობა აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში;
3. აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების სტუდენტების პრაქტიკის ორგანიზება ცენტრის ბაზაზე;
4. ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება.