30 ივლისს გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნულ ცენტრში გაიხსნა ფოტოგამოფენა “ნუ წავშლით”, რომელიც ასახავს აფხაზეთში მდებარე შუა საუკუნეების ეკლესიების ბოლოდროინდელ მდგომარეობას. გამოფენა მოაწყო ორგანიზაციამ “ახალგაზრდები ხელოვნებისთვის” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.