ვახტანგ ბერიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილე

გ. ჩუბინაშვილის ეროვნულმა ცენტრმა საზეიმოდ აღნიშნა ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი ფუძემდებლის აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადებიდან 100 წლისთავი. 2014 წლის 30 მაისს საიუბილეო საღამო გაიმართა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. 2 ივნისს საზეიმო სხდომა ჩატარდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაშიც.