აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2014 წლის 11-12 დეკემბერს ჩატარდა აკადემიკოს ვახტანგ ბერიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციის თემატიკა მოიცავდა ძველი, ახალი და უახლესი არქიტექტურისა
და ხელოვნების საკითხებს.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ვახტანგ ბერიძის წიგნის ,,ქართული
ხუროთმოძღვრების ისტორია” პრეზენტაცია. ქართული არქიტექტურისადმი მიძღვნილი ორტომეული პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა ძველი ქართული არქიტექტურით დაინტერესებული მკითხველისათვის.
აქვე ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ვახტანგ ბერიძის მიერ შესრულებული კარიკატურების გამოფენა.