გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა დაასრულა ცხრათვიანი მუშაობა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე. პროექტს აფინანსებდა მუნიციპალური განვითარების ფონდი. მართვის გეგმის პრეზენტაცია გაიმართა 14 მაისს თბილისში, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში, და 19 მაისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.













