• კონტაქტი
    • ENG
    • Search
    Chubinashvili Centre Chubinashvili Centre
    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
      • ლაბორატორიის ისტორია
      • ფოტო გალერეა
      • ციფრული ასლების შეძენის წესი
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge
  • ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე

    By admin on ივნისი 28, 2015

    პროექტი “ლიმენი: კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე” 

    გ. ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა მ. დიდებულიძემ, მ. ბულიამ, ქ. მიქელაძემ, მ. ჯანჯალიამ, დ. ხოშტარიამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. უნივერსიტეტის თანამშრომელმა ნ. ინაიშვილმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმში  “საპორტო ქალაქები ეგეოსიდან შავზღვამდე. შუა საუკუნეების და თანამედროვეობის კავშირები”, რომელიც გაიმართა 22-დან 25 აგვისტომდე “კულტურული კრუიზის”განმავლობაში.
    ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპულმა ცენტრმა (E.K.B.M.M.) სტამბულის უნივერსტეტთან ერთად მოაწყო სიმპოზიუმი, რომელიც ჩატარდა გემის ბორტზე. კრუიზი დაიწყო პირეუსში, შემდგომ გემმა გადაკვეთა ეგეოსის ზღვა, ბოსფორით გადავიდა შავ ზღვაში, შევიდა კონსტანტასა და ვარნაში და დაასრულა მოგზაურობა სტამბულში.
    სიმპოზიუმის ოფიციალური გახსნა გაიმართა პირეუსის არქეოლოგიურ მუზეუმში 21 აგვისტოს და დაიწყო გამოფენით “ოდა ზღვას”, სადაც წარმოდგენილი იყო თესალონიკის არისტოტელეს სახელობის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის და გრაფიკის ლაბორატორიის სტუდენტთა თანამედროვე ნამუშევრები.
    სიმპოზიუმის მიზანი იყო ფართო მსჯელობა ეგეოსისა და შავი ზღვების რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის და კულტურული ტურიზნის საკითხებზე. კოორდინატორებმა მოიზიდეს სპეციალისტები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის, კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების, ისტორიის და ზღვისპირა რეგიონის ეკოლოგიის სპეციალისტები. დაახლოვებით 100 დაპატიჟებულმა ცნობილმა პიროვნებამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ არქეოლოგები, ხელოვნებათმცოდნეები, კულტურისა და ტურიზმის სფეროში მომუშავე მეცნიერები და კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციების და ტურისტული ორგანიზაციების წარმომადგენლები საბერძნეთიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან, ისევე როგორც ექსპერტები ბრუსელის ევროპული დაწესებულებებიდან.
    სიმპოზიუმის მსვლელობისას ყველა ქვეყნის 60 მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები, სადაც განხილული იყო როგორც სამეცნიერო კვლევის საკითხები, ასევე ახალი გეგმები და იდეები დაკავშირებული შავი ზღვის საპორტო ქალაქების კულტურულ და ტურისტულ განვითარებასთან. იბჭეს ამ რეგიონის განვითარებაში არსებულ სოციალურ და ფინანსურ   პრობლემებზე.
    სიმპოზიუმის მოხსენებები გამოქვეყნდება 2015 წლის ნოემბერში.
    სიმპოზიუმის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვის კულტურული პორტის ისტიტუციის დაარსება და პირობების შექმნა მისი საპილოტო საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ამ ახალი და დიდი იმედების მომცემი ინსტიტუტის დაარსების მიზანია დააკავშიროს ეგეოსის და შავი ზღვების რეგიონები კულტურული თვალსაზრისით და ყველანაირად შეუწყოს ხელი აქ კულტურულ ტურიზმს.
    სიმპოზიუმი დასრულდა სტამბოლში 28 აგვისტოს ფოტო გამოფენით “სამი ზღვა და შვიდი პორტი: კულტურული მარშრუტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე”, რომელიც წარმოდგენილი იყო კოჩის მუზეუმის სპეციალურ დარბაზში.

    პროექტების “ოლკასი“ და “ლიმენი“ იხ.: “OLKAS” (www.olkas.net) and “LIMEN” (www.limenproject.net).
    აგრეთვე:
    https://www.facebook.com/CulturalPorts

    Posted in კონფერენციები, მოვლენები.
    Share
    Previousსაქართველოს სიძველენი № 18
    NextLIMEN. Cultural Ports from Aegean to the Black Sea
    სამუშაო დღეები
    ორშაბათი - პარასკევი
    სამუშაო საათები
    10:00 - 18:00
    0322 99 05 88
    prchubinashvili@gmail.com
    მთავარი
    ისტორია სტრუქტურა სიახლეები საჯარო ინფორმაცია მედია ვაკანსიები
    მომსახურება
    ბიბლიოთეკა და არქივი სამკითხველო დარბაზი საგამოფენო დარბაზი საკონფერენციო დარბაზი
    ელ.რესურსები
    Ars Georgia
    ქობულაძის ლაბორატორია
    მეცნიერება
    სამეცნიერო საბჭო პროექტები საერთაშორისო პროექტები პერიოდიკა წიგნები ღონისძიებები
    ფონდები
    ფოტო ისტორია
    გალერეა

    © 2025 გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

    • მთავარი
      • ჩვენ შესახებ
      • სტრუქტურა
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • საჯარო ინფორმაცია
      • სტაჟირება
      • წიგნების გაყიდვა
    • სამეცნიერო საქმიანობა
      • პროექტები
      • პუბლიკაციები
      • კონფერენციები და სემინარები
      • საჯარო ლექციები
      • ბიობიბლიოგრაფიები
    • სიახლეები
    • ქობულაძის ლაბორატორია
      • ლაბორატორიის ისტორია
      • ფოტო გალერეა
      • ციფრული ასლების შეძენის წესი
    • ბიბლიოთეკა და არქივი
      • ბიბლიოთეკა
      • არქივი
    • გამოფენები
    • ელ.რესურსები
      • Ars Georgica
      • academia.edu
      • el.ge