ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – კედლის მხატვრობის ტექნიკა-ტექნოლოგია.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი – 1989-2006 წლებში.
ამჟამინდელი საქმიანობა – 1998 წლიდან დღემდე არის ე. პრივალოვას სახელობის მხატვრობის ტექნიკური კვლევის ცენტრის “ბეთანია” – დირექტორი. 2004 წლიდან – თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანი.
არის ICOMOS International -ის წევრი.
1. ბერთის სახარება, ლიტერატურა და ხელოვნება, N3-4, 1992;
2. ქართული მონუმენტური მხატვრობის ტექნოლოგიის ზოგი საკითხი, ძეგლის მეგობარი, 1, 1993;
3. კომპოზიციის აგების ერთი ტექნოლოგიური მეთოდი XVI საუკუნის ქართულ კედლის მხატვრობაში, ძეგლთა დაცვის სამმართველო, წელიწდეული, II, 1996;
4. Determination of the treatment and restoration needs of Medieval Frescoes in Georgia, ICOM Committe for Conservation, vol. II, 2002 (თანაავტორი);
5. შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური მხატვრობის ტექნიკის ზოგიერთი თავისებურება, Academia, 6-7, 2006.