მანია მაია

მაია მანია – არქიტექტურის ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, 1987-2006 წწ. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის არქიტექტურული გეგმარების კათედრის, 2006-დან დღემდე, კი რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის პროფესორი. სამეცნიერო კვლევის სფერო – ძველი ქართული ქალაქების არქიტექტურა და ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული სტრუქტურების სივრცითი აგებულება. მისი ინტერესების სფერო საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწე არქიტექტორებისა და მშენებლების შემოქმედებასაც მოიცავს. იგი ავტორია წიგნებისა: ევროპელი არქიტექტორები თბილისში (2006), თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია, ისტორია და არქიტექტურა (2010), დუშეთი: ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა (2016) და გერმანელი არქიტექტორები თბილისში (2018).

1. ურბანული სტრუქტურის ელემენტების ურთიერთმიმართების საკითხისათვის. თბილისის სახ. სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო შრომების კრებული – (ხუროთმოძღვრული ძეგლების ანალიზისა და რესტავრაციის საკითხები), თბილისი, 1983;

2. თბილისური ეზოს ტრანსფორმაცია. საბჭოთა ხელოვნება, თბილისი, 1985;

3. რა ქმნის ისტორიული თბილისის არქიტექტურული სახის სპეციფიკას, ძეგლის მეგობარი, თბილისი, 1985;

4. ეზო, როგორც ისტორიალი თბილისის სივრცითი სტრუქტურის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი, მაცნე, ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი, 1989;

5. თბილისის ხედის ერთი უცნობი ჩანახატი, ლიტერატურა და ხელოვნება N 2, თბილისი, 1998;

6. ანოტაციები საერო ნაგებობებზე მ. ბულიას და მ. ჯანჯალიას წიგნში “თბილისი”, საქართველოს ძველი ქალაქები”, თბილისი, 2002;

7. ძველი თბილისის სარდაფები, საქართველოს სიძველენი, N 3, 2003, 150-167;

8. თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი, ზაარბრიუკენი, 2004 (წიგნის თანაავტორები: ი. ბაულიგი, ჰ. მილდენბერგერი და კ. ციგლერი);

9. თბილისის “შუაბაზრის” ერთი ქარვასლის ისტორიისათვის, საქართველოს სიძველენი, N 7-8, 2005, გვ. 337-353;

10. ფერისცვალების მონასტრის კომპლექსი “მეტეხის გორაზედ” – ნაგებობების დათარიღების ცდა, საქართველოს სიძველენი, N9, 2006, გვ. 135-159;

11. ევროპელი არქიტექტორები თბილისში, თბ., 2006;

12. ტფილელის ქარვასლის ისტორიისათვის, საქართველოს სიძველენი, N10, 2007, გვ. 148-189;

13. თბილისის არქიტექტურული გზამკვლევი, თბ., 2008 (ინგლისურ ენაზე);

14. თბილისის დასაცავი ფასეულობა, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში ჩატარებული სიმპოზიუმის ”ქალაქის სათუთი განახლება და ძველი თბილისის რეაბილიტაცია”, მოხსენებათა კრებული, თბ., 2009;

15. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია – ისტორია და არქიტექტურა, თბ., 2010;

16. თბილისი – ეზოიანი სახლების უნიკალური სისტემა, კონფერენციის მასალები, ურბანული მემკვიდრეობის დაცვა: ძველი თბილისის იდენტობა და სული, თბ., 2010 წლის 3-6 ივნისი, გვ. 9-15;

17. Art Nouveau-ს გამორჩეული ძეგლი მცხეთის მახლობლად – კარსნის მაგნიტური ობსერვატორია, ელექტრონული ჟურნალი Ars Georgica, სერია B, 2010, http://georgianart.ge/index.php?option=com_content&view=article&id=54&Itemid=&ed=7 ;

18. ავლევის შესახვევის ძველი სახლი და მისი მიკროუბანი, საქართველოს სიძველენი, N14, 2010, გვ. 205-230;

19. ციხისუბანი – ძველი თბილისის დაკარგული ფასეულება, ელექტრონული ჟურნალი Ars Georgica, სერია B, 2010; http://georgianart.ge/index.php?option=com_content&view=article&id=139%3A2013-01-1-12-44-43&catid=42%3A2010-12-03-16-05-33&Itemid=91&lang=ka ;

20. ციხისუბანი – ძველი თბილისის დაკარგული ფასეულობა, საქართველოს სიძველენი, N15, 2012, გვ. 412-456;

21. ძველი თბილისის ურბანული სტრუქტურის თავისებურებები (ინგლისურ ენაზე), Krantai, N2, 2012, გვ. 32-35, http://www.kranturedakcija.lt/app/webroot/files/KR20122-32-35-Mania.pdf ;

22. მოდერნიზმი თბილისის არქიტექტურაში, საქართველოს სიძველენი, N16, 2013, გვ. 237-259;

23. ბათუმის ინტურისტი-პოსტკონსტრუქტივიზმის გამორჩეული ნიმუში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – წარსული და თანამედროვეობა მასალები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, ბათუმი, 1-2 სექტემბერი, 2013, გვ. 318-333;

24. აბასთუმნის წმ. პანტელეიმონ მკურნალის მონასტერი, საქართველოს საპატრიარქოს ენციკლოპედია, თბ., 2013;

25. აბასთუმნის დედათა მონასტერი, სტატია წიგნში: ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, თბ., 2013, გვ. 392-399;

26. თეოდორ ფონ ჰაიდერ-ბოროვსკის საცხოვრებელი სახლების გარეგანი სახე და სივრცითი სტრუქტურა, საქართველოს სიძველენი, N17, 2014, გვ. 277-295;

27. მოხელეთა დარბაზი დუშეთში, საქართველოს სიძველენი, N18, 2015, გვ. 79-97;

28. დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, როგორც მისი ურბანული რეაბილიტაციის საფუძველი, მოხსენებათა თეზისები, მერვე საერთაშორისო პოლიტიკის ფორუმი ევრო-აზიის დერეფანში ურბანული ზრდისა და კონსერვაციის შესახებ, თეირანისა და ჰამადანის კონფერენციის მასალები, ირანის მეცნიერებისა და ტექნიკის უნივერსიტეტის სპეციალური ჟურნალი, 2-3 ოქტომბერი, 2015, გვ. 24;

29. დუშეთის ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა, თბ., 2016;

30. არქიტექტორი პაულ შტერნი და XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის თბილისი, ძველი ხელოვნება დღეს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, N8, 2017, გვ. 3-19;

31. გერმანელი არქიტექტორები თბილისში, თბ., 2018;

32. თბილისის არქიტექტურის ისტორია, გადავარჩინოთ ევროპის მემკვიდრეობა (SAVE Europe’s Heritage) ანგარიში, 2019, გვ. 26-29.