ციციშვილი მაია

(1953, თბილისში – 2020, თბილისი).
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – ახალი და თანამედროვე ხელოვნება (XIX-XXI სს.).
საქმიანობა   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არის ხელოვნებათმცოდნეობის     მიმართულების სრული პროფესორი. კითხულობს ლექციების კურსს:  ახალი ქართული  სახვითი ხელოვნება, მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, ხელოვნებათმცოდნეობის შესავალი,  ქართული მოდერნიზმი ევროპულ და რუსულ სახვით ხელოვნებასთან მიმართებით; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა კომისიის თავმჯდომარე.

რჩეული ნაშრომები:

1. თეატრის მხატვრობა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექცია, თბ., 2006;

2. ქართული მოდერნიზმი 1910-1930, თბ., 2005;

3. თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში 1850-1940, თბ., 2004;

4. რევაზ თარხან-მოურავის მხატვრობა, წგნ: – რევაზ თარხან-მოურავი თბ., 2002;

5. ქართული პორტრეტული ფერწერა XVIII-XIX, თბ., 1997.

სრული ბიბლიოგრაფია:

1. თბილისური პორტრეტული სკოლის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, საბჭოთა ხელოვნება,  N10, 1986;
XVIII-XIX საუკუნეების ქართული ფერწერული პორტრეტის განვითარების ძირითადი ეტაპები, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989;
3. XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობა, თბ., 1997;
4. Gallereÿ Gerceva,  კატალოგი, მოსკოვი, 2001;
5. რევაზ თარხან-მოურავის მხატვრობა, წგნ:  –  რევაზ თარხან-მოურავი თბ., 2002;
6. თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში 1850-1940, თბ., 2004;
7. ქართული მოდერნიზმი 1910-1930, თბ., 2005;
8. თეატრის მხატვრობა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექცია, თბ., 2006;
9. თეატრის მხატვრობა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექცია, თბ.,2008.