ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის უფროსი მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მეთოდოლოგია.
საქმიანობა – თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტზე მიჰყავს გვიანშუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ისტორიის კურსი, არქიტექტურის ფაკულტეტზე – ქართული არქიტექტურის ისტორიისა, ხოლო მაგისტრანტებთან რესტავრაციის ისტორიის კურსი საქართველოში. 1995 წლიდან არის ICOMOS International ნამდვილი წევრი, 1997 წლიდან – ICOMOS ARSAH საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის ნამდვილი წევრი.
რჩეული ნაშრომები:
1. რუისპირის ყველაწმინდის ეკლესია, მაცნე, ისტორიის სერია, N1, 1981;
2. ორნავიანი ეკლესიები საქართველოში, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატი, თბ., 1992;
3. ჯავახეთი, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000 (დ. ბერძენიშვილთან, ნ. ვაჩეიშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან ერთად);
4. ოთხი კათედრალი, თბ., 2000;
5. იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია (ახალი ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული მონაცემები), საქართველოს სიძველენი, N2, 2002;
6. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, თბ., 2003;
7. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, თბ., 2012 (მ. სურამელაშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან და ხ. ჭურღულიასთან ერთად).
სრული ბიბლიოგრაფია
1. წმ. ნიკოლოზის ეკლესია თბილისის ნარიყალას ციხის ტერიტორიაზე, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, N8, თბ., 1973, გვ. 10-13 (დ. თუმანიშვილთან ერთად);
2. რუისპირის ყველაწმინდის ეკლესია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მაცნე, ისტორიის სერია, N1, თბ., 1981 გვ. 25-79;
3. საქართველოს ორნავიან ეკლესიათა შეფასებისათვის, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1983, (რუსულ და ინგლისურ ენებზე);
4. ბზიანის წმ. გიორგის ეკლესია, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1984, N67, გვ. 6-11;
5. ნეკრესი (ბუკლეტი), თბ., 1986 (ქართულ და რუსულ ენაზე);
6. ქილდის წმ. გიორგის ეკლესია, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, N1, თბ., 1986, გვ. 28-31;
7. დანკალის ეკლესია, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1993, N1, გვ. 17-21;
8. ორნავიანი ეკლესიები საქართველოში, სახელოვნებათმცოდნეო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატი, თბ., 1994;
9. წითელი საყდარი ტაბაწყურში, საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამმართველო, წელიწდეული, N1, თბ. 1996, გვ. 30-40;
10. სვანეთის ხალხური ხუროთმოძღვრება, საერთაშორისო სემინარი – ხალხური ხუროთმოძღვრების მნიშვნელობა და დაცვის პრობლემები, თბ., 1997, გვ. 79-82, (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
11. ქართული ხუროთმოძღვრება, ჟურნ. „Vostok Spezial“ N 1, კიოლნი, 1997, გვ. 21-25 (გერმანულ ენაზე);
12. ჯავახეთი, გზამკვლევი, საქართველოს მეგზური I, თბ., 2000 (დ. ბერძენიშვილთან, ნ. ვაჩეიშვილთან და ც. ჩაჩხუნაშვილთან ერთად);
13. ოთხი კათედრალი, მონოგრაფია, თბ., 2000;
14. ორნავიანი ეკლესიების ლიტურგიკულ-ფუნქციური დატვირთვის შესახებ, ჟურნ. “აკადემია”, N2, თბ., 2002, გვ. 66-74;
15. იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია (ახალი ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული მონაცემები), ჟურნ. “საქართველოს სიძველენი”, N2, თბ., 2002, გვ 7-24;
16. ნათელი ქრისტესი საქართველო, ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, თბ., 2003, ნაწილი II, გვ. 805-832 (მ. დიდებულიძესთან და დ. თუმანიშვილთან ერთად);
17. ქართული ხუროთმოძღვრება, ჟურნ. „Vostok Spezial“ N7, კიოლნი, 2005, გვ. 24 -36 (გერმანულ ენაზე);
18. ტაძრისის მონასტრის წმ. გიორგის ეკლესიაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგები, ჟურნ. “საქართველოს სიძველენი”, N7-8, თბ., 2005, გვ.81-100 (ლ. ახალაიასთან და მ. ბოჭოიძესთან ერთად);
19. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, მართლმადიდებლური ენციკლოპედია, რუსეთის საპატრიარქოს გამომცემლობა, ტ. XIII, მოსკოვი, 2008 (რუსულ ენაზე);
20. იკორთა, იყალთო, მართლმადიდებლური ენციკლოპედია, რუსეთის საპატრიარქოს გამომცემლობა, ტ. XIII, მოსკოვი, 2009 (რუსულ ენაზე);
21. კოტე მარჯანიშვილისა და ნიკო ჭავჭავაძის სახლები ყვარელში, (ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა), ჟურნ. “საქართველოს სიძველენი”, N13, თბ., 2010, გვ. 188-205 (ხ. ჭურღულიასთან ერთად);
22. რესტავრაციის ისტორია საქართველოში (ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი), პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. თბ., 2012 (მ. სურამელაშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან, ხ. ჭურღულიასთან ერთად);
23. ვერეს ბაზილიკა – ისტორიული მიმოხილვა, „საქართველოს სიძველენი“ N 15, თბ., 2012, გვ.107-131;
24. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, ზველის (ძველის) წმინდა გიორგის ეკლესია, ღართის ეკლესია, თბ., 2013, გვ.484-488, 594-596;
25. კვარშას (ყვარშას) ეკლესია ჯავახეთში, „საქართველოს სიძველენი“ N 17, თბ., 2014, გვ. 160-170;
26. ჩაჟაში, სვანეთის გამაგრებული ისტორიული დასახლება, „საქართველოს სიძველენი“ N 20, თბ., 2017, გვ.240-259;
27. გამაგრებული ისტორიული დასახლებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთში, თბ., 2018,(მ. სურამელაშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან ერთად);
28. ჭონთიო, პირიქითა თუშეთის გამაგრებული დასახლება, საქართველოს სიძველენი, N 22, თბ., 2019, გვ. 206-221.