ხელოვნების ისტორიკოსი, ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – ქართული და დასავლური ახალი და უახლესი დროის სახვითი ხელოვნება (მხატვრობა, ქანდაკება).
საქმიანობა – ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პედაგოგი.
რჩეული ნაშრომები:
1. ესთეტიური ოპოზიციის როლი მხატვრული ნაწარმოების წყობაში, თსუ სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 2000;
2. ახალი და უახლესი დროის ქართული სახვითი ხელოვნების პერიოდიზაციის საკითხები, თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის შრომათა კრებული, 2, 2001;
3. მთლიანობის პრობლემა უახლესი დროის მხატვრობაში, თსუ სამეცნიერო შრომების კრებული, თბ., 2002;
4. დავით გაბაშვილი, თბ., 2000; 5. ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი, ჩ, თბ., 2003.
სრული ბიბლიოგრაფია



