აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ამერიკელი ხელოვანის, New York Times-ს თიმეს-ს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორის, მაკ მილანის საბავშვო წიგნის “მორცხვი არსებების” შემქმნელის, არაერთი ცნობილი კინოსურათის მხატვრობის ავტორის, მათ შორის რეჟისორ ჩაკ პალანუკის ფილმის “ჯესიკა ჯონსის” ახალი სერიების მხატვრობის ავტორის დევიდ მაკის ნამუშევრების გამოფენა. მან შექმნა ილუსტრაციები ნილ გეომანის და ამერიკული პოეზიის ლაურეატის ბილ კოლინსის პოეტური კოლაბორაციისათვის და ამჟამად მუშაობს კაბუკის ილუსტრირებაზე. მხატვარმა გამოფენაზე მისულ მაყურებელს მცირე “მასტერკლასიც” შესთავაზა და რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარი მათ თვალწინ შექმნა.
ჩეხური ცენტრი თბილისი და ჩეხეთის არქიტექტორთა პალატა გულითადად გიწვევთ გამოფენაზე – ჩეხური არქიტექტურის ჯილდო – ფოკუსირება რეკონსტრუქციაზე. ჯილდო არის საკონკურსო შოუ, რომელიც მიზნად ისახავს არქიტექტორების საქმიანობის პოპულარიზაციას საზოგადოების წინაშე. პროექტები ფასდება არა მხოლოდ ესთეტიკური და ტექნიკური თვისებებით, არამედ ცალკეული ობიექტების შექმნის იდეის თავისებურებებითაც. გამოფენა წარმოდგიდგენთ ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიის სხვადასხვა პერიოდის ისტორიული ძეგლების საუკეთესო სარემონტო პროექტების ბოლო 7 წლის არჩევანს.