წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში

წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში

რედაქტორები: ნიკოლოზ ალექსიძე, ეკატერინე გედევანიშვილი

ავტორები: ნიკოლოზ ალექსიძე, ეკატერინე გედევანიშვილი,თამარ დადიანი, ირმა მამასახლისი, ქეთევან მამასახლისი

გამოცემის თარიღი: 2022

წიგნი დაიბეჭდა სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNF), „საზოგადოება ივერიისას“ და FARIG-ის მხარდაჭერით.

წიგნი შეისწავლის იმ ხუთი დიდი წმინდა მეომრის კულტსა და ვიზუალურ ტრადიციას, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდნენ შუა საუკუნეების საქართველოში. ცალკეული თავები ეთმობა წმინდა გიორგის, დიმიტრის, თევდორე ტირონს/სტრატილატს და ევსტათე პლაკიდას, რადგან ამ წმინდა მეომრების კულტი საქართველოში საგრძნობლად ჩრდილავს ყველ ასხვა წმინდა მეომარს. გარდა ვიზუალური მასალისა, წიგნში უხვადაა გამოყენებული ლიტერატურული და ლიტურგიკული წყაროებიც. ცალკე თავადაა გამოყოფილი ყველა ძირითადი წმინდა მეომრის ლიტურგიკული მოსახსენებლებისა და ჰაგიოგრაფიული მემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რაც საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულ წმინდანებთან ერთად, ზოგადად ამ დასის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასახავს.

საერთო ჯამში, მონოგრაფია წარმოგვიდგენს საქართველოში წმინდა მეომრების კულტის ჩასახვისა და განვითარების ფართო და მდიდარ ისტორიულ, ლიტერატურულ, ლიტურგიკულსა და მხატვრულ სურათს. თუმცა, წიგნის მთავარი ფოკუსი მაინც წმინდა მეომრების სახვითი ტრადიციაა, რამაც განსაზღვრა კიდეც ამ ინტერდისციპლინური მონოგრაფიის სტრუქტურა.