პროექტის განხორციელების თარიღი: 2009 წლის 9-13 სექტემბერი
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი:
პროექტში ჩართული ორგანიზაციები:
პროექტის მოკლე აღწერა: თბილისში განხორციელდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრისა და ფლორენციის მაქს პლანკის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის ახალი მეთოდოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილი ლექციების კურსი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ ევროპული უნივერსიტეტების წამყვანი სპეციალისტები (ბაზელის, ბერნის, ჰაიდელბერგის, ბერლინის უნივერსიტეტები). ლექციების მსვლელობისას განხორციელდა გასვლითი ექცპედიციები მცხეთასა და ქარელის რაიონში.