საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“

2025 წლის 11-12 დეკემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“.

კონფერენცია მიეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკად. გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლისთავს.  

➡️ჩვენ ვიწვევთ სხვადასხვა აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც იკვლევენ ქართულ ხელოვნებას სხვადასხვა პერსპექტივიდან. კონფერენციაზე შესაძლოა წარმოდგენილი იყოს საკითხების ფართო წრე, მათ შორის: 

– წინაქრისტიანული, შუა საუკუნეების, ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების და არქიტექტურის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული საკითხები 

– ქართული ხელოვნების შესწავლის ტრადიცია, მეთოდოლოგია, ქართული ხელოვნების ისტორია თანამედროვე ხელოვნების ისტორიის დისკურსში

– კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სტრატეგიები და მიმდინარე პრობლემები 

– სახელოვნებო განათლება: ახალი დროის გამოწვევები,

– მუზეუმები და ეროვნული მემკვიდრეობა თანამედროვე საზოგადოებაში

კონფერენციაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ახალი კვლევის შედეგები, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა კონფერენციაზე.

📆თეზისები – 300 სიტყვა, ფონტი Sylfaen –  უნდა გადმოიგზავნოს მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე:  g_ch_centre@yahoo.com

თეზისებს უნდა ახლდეს მოკლე CV (მაქს. 100 სიტყვა)

თეზისები გაივლის ანონიმურ რეცენზირებას. შედეგებს მოგახსენებთ 10 ოქტომბერს

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური 

ფორმატი – ჰიბრიდული

მოხსენების ხანგრძლივობა 20 წთ. 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დოქტორანტურის სტუდენტებსაც. 

გმადლობთ დაინტერესებისთვის