„ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“- საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 10-12 დეკემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“.
კონფერენცია ეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკად. გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლისთავს.
📍  მისამართი: ათონელის ქ. 9
სამეცნიერო კონფერენციის თანმხლები ღონისძიებები:
◾  დოკუმენტური ფილმის ჩვენება
10 დეკემბერი, 13:00
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი გიორგი ჩუბინაშვილის შესახებ.
◾ გამოფენის გახსნა
„საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“ – მასალები გიორგი ჩუბინაშვილის პირადი არქივიდან
10 დეკემბერი, 13:30 – ARS GEORGICA – ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზი
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური საარქივო მასალა:
1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტო მასალა, რომელიც პირველად გამოიფინება
ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის – ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი ფოტოები
გიორგი ჩუბინაშვილის პირადი ფოტომასალა
◾ წიგნის პრეზენტაცია
11 დეკემბერი, 13:00
პროფ. ნინო ჭიჭინაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია:
„შუა საუკუნეების ძელი ცხოველის სანაწილეები“ (გამოცემა დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ)