საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში The Byzantine Review (08.2026.032) კალიფორნიის სანტა ბარბარას ხელოვნების ისტორიისა და არქიტექტურის უნივერსიტეტის პროფესორის ჰეთერ ბადამოს რეცენზია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში მომზადებულ მონოგრაფიაზე „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ (რედაქტორები: ნიკოლოზ ალექსიძე, ეკატერინე გედევანიშვილი).
ჰეთერ ბადამო ბიზანტინისტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარია. იგი განსაკუთრებით ცნობილია წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი მონოგრაფიით – Saint George Between Empires: Image and Encounter in the Medieval East (Penn State University Press, 2023), რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქართულ მასალასაც.
