2025 წლის 10-12 დეკემბერს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელოვნების ისტორია: ტრადიცია და პერსპექტივები“.
კონფერენცია ეძღვნება ქართული სახელოვნებათმცოდნეო სკოლის დამფუძნებლის, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკად. გიორგი ჩუბინაშვილის 140 წლისთავს.
📍  მისამართი: ათონელის ქ. 9
სამეცნიერო კონფერენციის თანმხლები ღონისძიებები:
◾  დოკუმენტური ფილმის ჩვენება
10 დეკემბერი, 13:00
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი გიორგი ჩუბინაშვილის შესახებ.
◾ გამოფენის გახსნა
„საქართველო ევროპული კულტურის კონტექსტში“ – მასალები გიორგი ჩუბინაშვილის პირადი არქივიდან
10 დეკემბერი, 13:30 – ARS GEORGICA – ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზი
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური საარქივო მასალა:
1930 წელს გერმანიაში ჩატარებული „ძველი ქართული ხელოვნების“ ფოტო-გამოფენის ორიგინალური ფოტო მასალა, რომელიც პირველად გამოიფინება
ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის – ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციების ამსახველი ფოტოები
გიორგი ჩუბინაშვილის პირადი ფოტომასალა
◾ წიგნის პრეზენტაცია
11 დეკემბერი, 13:00
პროფ. ნინო ჭიჭინაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია:
„შუა საუკუნეების ძელი ცხოველის სანაწილეები“ (გამოცემა დაფინანსებულია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ)
Leave a comment
 

დაჯილდოება

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტა პროფესორი კიტი მაჩაბელი ქართველოლოგიის მხარდაჭერის ფონდმა დააჯილდოვა მედლით “ქართველოლოგიის წინაშე დამსახურებისათვის”.

Leave a comment
 

7 თებერვალს, XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის დაბადების დღეს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“.

ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა ჩუბინაშვილის ცენტრს გამოფენის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1956 წელს ვენეციის XXVIII ბიენალეზე სერგო ქობულაძის მონაწილეობის პერიოდში მის მიერ გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტოები. ფოტოების კოლექცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევით ცენტრის არქივშია დაცული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები მცდელობაა საზოგადოებას წარუდგინოს საბჭოთა სივრციდან პირველად გასული მხატვრის მიერ დამკვირვებლის თვალით დანახული 1950-იანი წლების იტალია და თავის მხრივ, აღმოგვაჩენინოს სერგო ქობულაძის მხატვრული ხედვა ფოტოგრაფის ენით.

Leave a comment