7 თებერვალს, XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების გამორჩეული წარმომადგენლის სერგო ქობულაძის დაბადების დღეს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა „იტალია 1956 ფოტოგრაფი სერგო ქობულაძე“.

ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონომ. მან მადლობა გადაუხადა ჩუბინაშვილის ცენტრს გამოფენის ორგანიზებისა და განხორციელებისათვის.

გამოფენაზე წარმოდგენილია 1956 წელს ვენეციის XXVIII ბიენალეზე სერგო ქობულაძის მონაწილეობის პერიოდში მის მიერ გადაღებული იტალიის ქალაქების ფოტოები. ფოტოების კოლექცია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევით ცენტრის არქივშია დაცული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები მცდელობაა საზოგადოებას წარუდგინოს საბჭოთა სივრციდან პირველად გასული მხატვრის მიერ დამკვირვებლის თვალით დანახული 1950-იანი წლების იტალია და თავის მხრივ, აღმოგვაჩენინოს სერგო ქობულაძის მხატვრული ხედვა ფოტოგრაფის ენით.

გამოფენა 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 

Leave a comment
 
 
 
 
 
 

ექსლიბრისი

 

17.10.2017

აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ამერიკელი ხელოვანის, New York Times-ს თიმეს-ს ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტორის, მაკ მილანის საბავშვო წიგნის “მორცხვი არსებების” შემქმნელის, არაერთი ცნობილი კინოსურათის მხატვრობის ავტორის, მათ შორის რეჟისორ ჩაკ პალანუკის ფილმის “ჯესიკა ჯონსის” ახალი სერიების მხატვრობის ავტორის დევიდ მაკის ნამუშევრების გამოფენა. მან შექმნა ილუსტრაციები ნილ გეომანის და ამერიკული პოეზიის ლაურეატის ბილ კოლინსის პოეტური კოლაბორაციისათვის და ამჟამად მუშაობს კაბუკის ილუსტრირებაზე. მხატვარმა გამოფენაზე მისულ მაყურებელს მცირე “მასტერკლასიც” შესთავაზა და რამდენიმე გრაფიკული ნამუშევარი მათ თვალწინ შექმნა.

Leave a comment