უკრაინული პავილიონი

 
2018 წლის 26 ივნისს – 2 ივლისს გ. ჩუბინაშვილის ცენტრის საგამოფენო დარბაზში  მოეწყო ფოტო გამოფენა:  აჭარის ხის მეჩეთები.   გამოფენის მომწყობები:  მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (აშშ) დოქტორანტი, კანადელი არქიტექტორი  სიუზენ ჰარის-ბრანდტსი; ჰარვარდის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის დოქტორანტი  ენჯელა ვილერი და ფოტოგრაფი ვლადიმერ შიოშვილი (საქართველო-აშშ).
გამოფენის ავტორები იკვლევენ  ყოფილ საბჭოთა კავშირში კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული იდენტობის საკითხებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფართო ფორმატიანი ფოტოები მთიან აჭარაში შემორჩენილი ხის მეჩეთების, შესაბამისი ნახაზებით, ჩანახატებით, შესაბამისი ანოტაციებით და ა.შ. გამოფენის კატალოგი  და ღია ბარათები ასევე იქნა წარმოდგენილი გამოფენის მნახველთათვის.
Leave a comment
 

29.12.17-12.01.18
გამოფენა მიეძღვნა მხატვარ ჯემალ ლოლუას დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. ჯემალ ლოლუა (1932-2001), ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ე.წ. 50-იანელთა თაობის წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი როლი შესარულა XXს.-ის ქართული დაზგური გრაფიკის განვითარების ისტორიაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მოღვაწეობა წიგნის გრაფიკის, პლაკატის, კარიკატურის შრიფტისა და ექსლიბრისის მიმართულებით.

 

 

 

 

Leave a comment
 

სერგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატოარიის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა “თბილისი – ახლო წარსული”, ცენტრის საგამოფენო დარბაზში Ars Georgica. 27.10.17 – 26.11.17

გამოფენაზე ექსპონირებული იყო ლაბორატორიის არქივის კოლექციაში დაცული იშვიათი ფოტომასალა. ჩვენი დედაქალაქის სახე გასული საუკუნის 80-90-იან წწ. გადაღებული ქართველი ფოტოხელოვანების მიერ. ფოტო, როგორც ისტორია და ფოტო, როგორც მოგონება. პარალელური მასალის სახით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, იმავე პერიოდში, თბილისში სამოგზაუროდ მყოფი, ცნობილი ფოტოხელოვანების რობერტ კაპასა და ჰენრი კარტიე-ბრესონის მიერ გადაღებული თბილისის ხედები. გამოფენილი ფოტოების უმეტესობა ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა აღნიშნულ გამოფენაზე.

 

Leave a comment
 

12.09.17

ცენტრის საგამოფენო დარბაზში მოეწყო მხატვარ-გრაფიკოსის ლადო ბრეგაძის ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ შესრულებული ნამუშევრების რამდენიმე სერია და ის ნამუშევრები, რომელიც ხელოვანმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შექმნა, რის გამოც მათ ფართო საზოგადოება საერთოს არ იცნობდა.

Leave a comment
 

12.06.17 – 12.07.17

მოეწყო ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის გოგი ხოშტარიას ნამუშევრების გამოფენა.

Leave a comment
 

22.05.17 – 31.05.17
ექსპონირებული ფოტოები გადაღებულია 2014-1916 წწ.-ში. ფოტოგრაფ ელენე შეიბახის ნამუშევრების ეს გამოფენა მიეძღვნა კონკრეტულად უფლისციხის თემას. ხელოვანმა წარმოადგინა ფოტოები, რომელთაც თან დაურთო დამოკიდებულებისა და კონცეფციის განმსაზღვრელი მთავარი თემა. გარემო სადაც დრო გაჩერებულია.

Leave a comment