30-31 ივლისს ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა პირველი გამოფენა. ფოტო-გამოფენა ეძღვნებოდა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობას.
გამოფენა ორგანიზებულ იქნა ახალგაზრდული ორგანიზაციის “ახალგაზრდები ხელოვნებისთვის” მიერ. ორგანიზატორი- ლევან ამირანაშვილი.
გამოფენას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ბესიკ მაცაბერიძე, ამერიკის შეერტებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე ქ-ნ იაროსლავა პეტროვა, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი თუმანიშვილი, ცენტრის თანამშრომლები, თბილისის სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები და საზოგადოების წარმომადგენლები.
2013 წლის 26 ივნისს პროფესორი ემა ლუსლიმ, (ექსეტერის უნივერსიტეტი, ინგლისი) წაიკითხა მოხსენება „სირიული მონასტრების ხელოვნება: დეირ მარ მუსა ალ-ჰაბაშის ისტორია და ფრესკები (სირია)“
2013 წლის 29 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში ოქსფორდის უნივერსიტეტის ანტიოქიის ცენტრის დირექორმა აბუნა (მამა) ელია ხალიფემ წაიკითხა ლექცია ანტიოქიის ცენტრის მიმდინარე პროექტებისა და მათი შედეგების თაობაზე. ლექცია უხვად იყო ილუსტრირებული და დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან ეს მასალა ნაკლებ ცნობილია ქართულ სამეცნიერო წრეებში.
2013 წელის 24 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო სემინარში “ეკლესია და კულტურა”, რომელიც ჩატარდა მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში “ეროვნული თვითმყოფადობა საკაცებრიო ღირებულებების კონტექსტში”. სემინარს აწყობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
მოხსენებები წაიკითხეს ნეკრესის მთავარეპისკოპოსმა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ მეუფე სერგიმ და გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა დიმიტრი თუმანიშვილმა .
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია.




























