2014 წლის 2 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ეწვია გ.ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს. მინისტრი დეტალურად გაეცნო ცენტრის იმფრასტრუქტურას, შეხვდა ცენტრის თანამშრომლებს, გააცნო მათ სამინისტროს გეგმები და აღუთქვა სრული მხარდაჭერა ნებისმიერი საინტერესო პროექტისა თუ იდეის განხორციელებაში. მინისტრმა აქვე დაათვალიერა ცენტრის გამოცემები და ცნობილი ქართველი მხატვრის დავით (დუდა) გაბაშვილის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.
კიტი მაჩაბლის წიგნის „ქართული ისტორიული კოსტუმი V-X საუკუნეები“
გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში გაიმართა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ქ. კიტი მაჩაბლის წიგნის „ქართული ისტორიული კოსტუმი V-X საუკუნეები“ პრეზენტაცია.
წიგნში განხილულია V-X საუკუნეების ქართული საერო კოსტუმი, რომლის აღდგენა შესაძლებელი გახდა ამ ეპოქის რელიეფებზე (არქიტექტორული დეკორი, ქვაჯვარები, სტელები) გამოსახულ საერო პირთა ჩაცმულობის მიხედვით.
1 აპრილს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ამჟამინდელი – ეროვნული ცენტრის) დაარსებიდან 73-ე წელს გაიმართა 2013 წლის 5-7 ნოემბერს ჩატარებული საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენციის “ფიროსმანი და ქართული კულტურა”მოხსენებათა კრებულის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები, მონაწილეები და ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები.
2013 წლის 26 ივნისს პროფესორი ემა ლუსლიმ,
(ექსეტერის უნივერსიტეტი, ინგლისი)
წაიკითხა მოხსენება „სირიული მონასტრების ხელოვნება: დეირ მარ მუსა ალ-ჰაბაშის ისტორია და ფრესკები (სირია)“
2013 წლის 29 მაისს გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრში ოქსფორდის უნივერსიტეტის ანტიოქიის ცენტრის დირექორმა აბუნა (მამა) ელია ხალიფემ წაიკითხა ლექცია ანტიოქიის ცენტრის მიმდინარე პროექტებისა და მათი შედეგების თაობაზე. ლექცია უხვად იყო ილუსტრირებული და დიდი ინტერესი გამოიწვია, ვინაიდან ეს მასალა ნაკლებ ცნობილია ქართულ სამეცნიერო წრეებში.
13 დეკემბერს, ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის დაბადებიდან 150 წლის საიუბილეოდ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა და საქართველოს ეროვნულმა საპარლამენტო ბიბლიოთეკამ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართეს მრგვალი მაგიდა და პუბლიკაციების გამოფენა სახელწოდებით: „ფიროსმანის მხატვრული ფორმა – გენეზისი და რაობა“
2012 წლის 27 მარტს საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში შედგა გ. ჩუბინაშვილის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის 2011 წლის მუშაობის ანგარიშის საჯარო განხილვა.
განხილვას ესწრებოდა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, ვიცე პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ თევზაძე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და სხვ.
ცენტრის მუშაობის შესახებ მოხსენება გააკეთა ცენტრის დირექტორმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარიამ დიდებულიძემ. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნა ცენტრის – ყოფილი ინსტიტუტის მთელი ისტორია, მისი მოღვაწეობის ძირითადი ამოცანები და სფეროები, მისი მუშაობის ეტაპები, პრობლემები, მიღწევები.
წარდგენის შემდეგ აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა მოახსენა დამსწრეთ მის მიერ ცენტრის მუშაობის შესახებ გაკეთებული შეფასება და დასკვნა.
სხდომაზე განიხილეს ცენტრის წინაშე არსებული პრობლემები და ის მიღწევები, რომლებიც ბოლო წლებში აქვს ცენტრს გაუმჯობესებული დაფინანსების პირობებში და 20 წლის უსახლკარობის შემდეგ მთავრობის მიერ მისთვის გამოყოფილ შენობასთან დაკავშირებით.