20 მაისს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნის „წმინდა მეომრები შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში“ წარდგენა.

ღონიძიება გახსნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების, ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გაჩეჩილაძემ. მონოგრაფია საზოგადოების წინაშე წარადგინეს რედაქტორებმა ეკატერინე გედევანიშვილმა და ნიკოლოზ ალექსიძემ.

წიგნი დაიბეჭდა სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, შვეიცარიის ეროვნული სამეცნიერო ფონდის (SNF), „საზოგადოება ივერიისას“ და FARIG-ის მხარდაჭერით.

წიგნი შეისწავლის იმ ხუთი დიდი წმინდა მეომრის კულტსა და ვიზუალურ ტრადიციას, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდნენ შუა საუკუნეების საქართველოში. ცალკეული თავები ეთმობა წმინდა გიორგის, დიმიტრის, თევდორე ტირონს/სტრატილატს და ევსტათე პლაკიდას, რადგან ამ წმინდა მეომრების კულტი საქართველოში საგრძნობლად ჩრდილავს ყველ ასხვა წმინდა მეომარს. გარდა ვიზუალური მასალისა, წიგნში უხვადაა გამოყენებული ლიტერატურული და ლიტურგიკული წყაროებიც. ცალკე თავადაა გამოყოფილი ყველა ძირითადი წმინდა მეომრის ლიტურგიკული მოსახსენებლებისა და ჰაგიოგრაფიულიმემკვიდრეობის ამსახველი მასალა, რაც საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულ წმინდანებთან ერთად, ზოგადად ამ დასის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასახავს.

საერთო ჯამში, მონოგრაფია წარმოგვიდგენს საქართველოში წმინდა მეომრების კულტის ჩასახვისა და განვითარების ფართო და მდიდარ ისტორიულ, ლიტერატურულ, ლიტურგიკულსა და მხატვრულ სურათს. თუმცა, წიგნის მთავარი ფოკუსი მაინც წმინდა მეომრების სახვითი ტრადიციაა, რამაც განსაზღვრა კიდეც ამ ინტერდისციპლინური მონოგრაფიის სტრუქტურა.

Leave a comment
 
 

2022 წლის 21 ნოემბერს 15:00 საათზე,  გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიმართა წიგნების პრეზენტაცია:
არქიტექტურის რეპრეზენტაცია შუა საუკუნეების საქართვეოში (მ.დიდებულიძე, დ.ხოშტარია, ნ.ჩიტიშვილი, ქ.საბაშვილი)
მხატვრები შუა საუკუნეების საქართველოში (ქ.მიქელაძე, მ.დიდებულიძე, თ.ხოსროშვილი, გ.გაგოშიძე)
საფლავის ძეგლები XVII – XIX სს.-ის საქართველოში (ე.კვაჭატაძე, ს.ლეჟავა, მ.ლილუაშვილი, გ.პაპაშვილი, ნ.არონიშიძე)
სამივე წიგნი მომზადებულია საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული ფინანსური მხარდაჭერით (ფუნდამენტური კვლევების და საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევა).

Leave a comment
 

მიხეილ ცალქალამანიძე 90

ჭედურობა. მინანქარი. ოქრომჭედლობა

წიგნის ავტორი: სოფიო ჩიტორელიძე

რედაქტორი: მარიამ გაჩეჩილაძე

კონსულტანტი: დარეჯან ჭილაშვილი

გამოცემის თარიღი: 2022

წიგნი მომზადდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით
საქართველოს მხატვართა კავშირი არტ ხიდი

Leave a comment
 

საჯარო ლექცია 1 ტესტ

Leave a comment