საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი (ახლა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) დაარსდა 1941 წლის 1 აპრილს
დაწესებულება თავისი დამფუძნებლისა და პირველი დირექტორის გიორგი ჩუბინაშვილის (1941-1973) სახელს ატარებს .


ვახტანგ ბერიძე – დაწესებულებას ხელმძღვანელობდა 1973-1988, 1996-2000 წლებში.
აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის, აკადემიკოს ვახტანგ ბერიძისა და მათ თანამშრომელთა რამოდენიმე თაობის თავდადებული შრომით დადგინდა ქართული ხელოვნების ისტორიული გზა, გამოირკვა მისი ადგილი მსოფლიო კულტურაში (რაშიც გარდა სამეცნიერო ნაშრომებისა უდიდესი როლი ითამაშა ინსტიტუტის მიერ მოწყობილმა მრავალრიცხოვანმა საერთაშორისო სიმპოზიუმებმა საზღვარგარეთ და საქართველოში), წარმოჩნდა მისი ღირსება-ღირებულება, რითაც ესოდენ ამაყობს ახლა ქართველი ერი.
სხვადასხვა წლებში დაწესებულებას ხელმძღვანელობდნენ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის დირექტორი – 1988 – 1997 წწ.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიკოს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – 1999 – 2006 წწ.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – 2006 – 2009 წწ.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი – 2009 – 2017 წწ.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორი – 2018 – 2022 წწ.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი – 2022 წ.
გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი – 2023 წლიდან დღემდე
დაფუძნებიდან 1988 წლამდე ინტიტუტი განთავსებული იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის შენობაში (კეცხოველი ქუჩა №10), შემდეგ, 1988 წელს გადაინაცვლა ერეკლე მეორესს ქუჩაზე, №2), შემდეგ 1990 წელს – ლესია უკრაინკას № 3.
1991 წლის დეკემბერში თბილისში განვითარებული სამხედრო დაპირისპირების დროს ინსტიტუტმა განიცადა აუნაზღაურებელი დანაკლისი: ხანძრით მთლიანად განადგურდა ინსტიტუტის შენობა ლესია უკრაინკას ქუჩაზე, განადგურდა ბიბლიოთეკის უდიდესი ნაწილი, უნიკალური ნახაზების და ფოტო არქივები, მეცნიერთა პირადი არქივები და მასალები, სრული აღჭრვილობა და ა.შ.
ამის შემდგომ ინსტიტუტი განთავსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის რამდენიმე ოთახში (რუსთაველის №52); შემდეგ განათავსეს თაბუკაშვილის ქუჩაზე, №5-ში, კვლავ რამდენიმე ოთხში.
2005 წელს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და სეგო ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფოტოფიქსაციის ლაბორატორიის გაერთიანების საფუძველზე. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი დაარსდა,
2011 წელს, ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრს, საქართველოს პრეზიდენტის დადგენილებით, გადაეცა ორსართულიანი შენობა — ათონელის ქ. №9
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი დაარსების დღიდანვე გახდა საქართველოში ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევა-ძიების უმთავრესი ცენტრი. მისი მიზანი იყო ქართული ხელოვნებისა და, საზოგადოდ, საქართველოს მხატვრული მემკვიდრეობის (მის მიწა-წყალზე შექმნილი თუ აქ შემოტანილი სხვა ერებისა და კულტურების წარმომადგენლების ნაწარმოებთა ჩათვლით) მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით შესწავლა, მისი მეზობელი ქვეყნებისა თუ მსოფლიო ხელოვნების ერთობლიობაში წარმოჩენა.
სხვადასხვა დროის (წინაქრისტიანული, შუასაუკუნოვანი, XIX-XX საუკუნეების) ქართული ხუროთმოძღვრების, სახვით და მცირე ხელოვნებათა ნიმუშებთან ერთად, ინსტიტუტში მიმდინარებდა ანტიკური, სასანური, ბიზანტიური, სომხური, მაჰმადიანური, დასავლეთ ევროპული თუ რუსული ხელოვნების ისტორიის საკითხების კვლევა.
1970-იანი წლების ბოლოდან იწყებს მუშაობას არქიტექტურის ისტორიკოსთა ახალი თაობა, რომელიც ზემოხსენებულ თემატიკასთან ერთად (ქ. აბაშიძე, გ. მარსაგიშვილი, ბ. მაცაბერიძე, დ. ცხადაძე, გ. ჭილაშვილი) საგანგებოდ ამუშავებს ე.წ. "გარდამავალი ხანის" და კუთხობრივი სკოლების თავისებურებათა საკითხებს (ი. ელიზბარაშვილი, ნ. ვაჩეიშვილი, დ. თუმანიშვილი, დ. ხოშტარია), დაისვა ისეთი პრობლემებიც, როგორიცაა, მაგალითად ლიტურგიისა და არქიტექტურის მიმართება, თუ "არქიტექტურული ასლი" თუ სიმბოლიკა ქართულ შუასაუკუნოვან ხუროთმოძღვრებაში (ნ. ჩუბინაშვილი, ქ. აბაშიძე, ი. ელიზბარაშვილი, ნ. ვაჩეიშვილი, დ. თუმანიშვილი, დ. ხოშტარია).
კვლევის საგნად იქცა XIX ს-ის (ვ. ბერიძე, ვ.ცინცაძე, ლ. რჩეულიშვილი,თ. გერსამია,), ისევე როგორც საბჭოთა ხანის არქიტექტურა (ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი, ნ. ჯანბერიძე. ნ. ასათიანი, ი. გომელაური, ს. კინწურაშვილი, გ. ბერიძე,).
პირველ ათწლეულებში უფრო მეტი ყურადღება დაეთმო X-XIII სს-ის მოხატულობებს - თ. ვირსალაძე, ნ. ალადაშვილი, გ. ალიბეგაშვილი, ა. ვოლსკაია, ე. პრივალოვა, რ. შმერლინგი, 1970-80-იანი წწ-დან - მ. დიდებულიძე, ა. კლდიაშვილი, ქ. მიქელაძე, ა. ოქროპირიძე, ზ. სხირტლაძე, მ. ყენია. შემდგომ გამოიკვეთა ინტერესი პალეოლოგოსთა ხანისა და გვიანი შუა საუკუნეების ნიმუშებისადმი (ნ. ალექსიძე, ფ. დევდარიანი, მ. ვაჩნაძე, ჯ. იოსებიძე, ი. ლორთქიფანიძე, ლ. შერვაშიძე, ი. მამაიაშვილი, ა. კლდიაშვილი, ქ. მიქელაძე, ი. ხუსკივაძე, მ. ჯანჯალია). თანადროულად "კლასიკურ" მოხატულობათა შესწავლისას მეტი ადგილი დაეთმო იკონოგრაფიულსა და შინაარსობრივ პრობლემებს (თ. ვირსალაძე, ე. პრივალოვა, მ. დიდებულიძე, ა. კლდიაშვილი, ა. ოქროპირიძე, ზ. სხირტლაძე, მ. ყენია).
გარდა ცალკეული გამოკვლევებისა ინსტიტუტში მომზადდა და ქართულად და სხვა ენებზე გამოიცა განმაზოგადებელი შრომები ქართულ არქიტექტურასა (ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე, ნ. ჯანბერიძე) თუ ქართულ ხელოვნებაზე საზოგადოდ (რ. მეფისაშვილი და ვ. ცინცაძე, ვ. ბერიძე, ა. ვოლსკაია, გ. ალიბეგაშვილი, ლ. ხუსკივაძე ).
ქართველი ხელოვნების ისტორიკოსები მუშაობისას მუდამ იშველიებდნენ სხვა ქვეყნების ხელოვნებას, გამოუციათ ისეთი ნაშრომებიც, რომელნიც ქართული ხუროთმოძღვრების (გ. ჩუბინაშვილი, ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი), მხატვრობის (გ. ალიბეგაშვილი, მ. დიდებულიძე, ე. პრივალოვა, ი. ხუსკივაძე) თუ ქანდაკების (ნ. ალადაშვილი, ლ. ხუსკივაძე) ახლო თუ შორეული მეზობლების მხატვრულ შემოქმედებასთან სხვაობა-ნათესაობის წარმოჩენას ემსახურება. შესწავლილი აქვთ ინსტიტუტის თანამშრომლებს სომხური ხუროთმოძღვრება (გ. ჩუბინაშვილი), საქართველოში თუ სხვაგან დაცული ანტიკური გლიპტიკის (ს. ბარნაველი), ბიზანტიური, ირანული, სირიული, შუასაუკუნოვანი და რენესანსული, დასავლეთ-ევროპული ხელოვნების ნიმუშები (კ. მაჩაბელი, ე. პრივალოვა, ლ. ხუსკივაძე, ი. ხუსკივაძე), საქართველოში მოღვაწე რუსი (გ. მასხარაშვილი) თუ ევროპელი (ნ. ჭოღოშვილი) მხატვრების ნამუშევრები.
ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი დაარსების დროიდან მჭიდროდ თანამშრომლობს ყოფილი სსრკ-ს, ევროპისა თუ აშშ სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებთან.
საერთაშორისო თანამშრომლობა განსაკუთრებით გაფართოვდა 1970-იანი წლებიდან. 1974-1989 წწ-ში ინსტიტუტის აქტიური მონაწილეობით გაიმართა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი 6 საერთაშორისო სიმპოზიუმი 1974 – ბერგამო; 1977, 1983, 1989 – ბარი, ლეჩე; 1986 – პავია და ტორბას მონასტერი).